შოუბიზნესი მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, რომლის ფოტოებიც გულს აგიჩქარებთ 2019, 26 ივლისი, 22:28 მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრაზილიელი მოდელი და მსახიობი ჯიზელ ბიუნდჰენი 1980 წლის 20 ივლისს ბრაზილიის სამხრეთით, ერთ-ერთ სოფელში, საშუალო ფენის ოჯახში დაიბადა.
ჟიზელმა კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. ჟიზელის წარმატების საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია - 300-ზე მეტი საერთაშორისო ბრენდი, 142 ვოგის ყდა, ჯამში 7 000-ზე მეტი საერთაშორისო ჟურნალი, 1200-ზე მეტი ჩვენება, მილიარდზე მეტი შემოსავალი. 2000 წელს "ვიქტორია სეკრეტმა' 20 წლის ჟიზელს კონტრაქტში რეკორდული თანხა შესთავაზა, 1 წელში 25 მილიონი დოლარი. ჟიზელი 8 წელი იყო ბრენდში. ჟიზელი, როგორც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი, გინესის რეკორდების წიგნშია შესული. მოდელი ქორწინებაში იმყოფება ფეხბურთელ ტომ ბრედლისთან. წყვილს 2 საერთო შვილი - გოგონა ვივიენი და ბიჭი - ბენჟამენი ჰყავთ. 2016 წელს Forbs-მა მეთოთხმეტედ დაასახელა ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად. გასულ წელს ჟიზელმა 30. 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. 1538 2-ს მოსწონს
|