x
მოჩვენებები მართლა არსებობენ, ამაში ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით

მოგესალმებით, დღევანდელი სტატია ეხება პარანორმალურ მოვლენებს. ძნელია

იმის დაჯერება, რომ მოჩვენებები მართლაც არსებობენ, მაგრამ არის უამრავი ფაქტი მათი არსებობის დასამტკიცებლად. წაიკითხეთ სტატია სრულად და ამაში თქვენც დარწმუნდებით. სახლი

1.თვითმკვლელთა ტყე

(1)

''თქვენი სიცოცხლე უდიდესი საჩუქარია, იფიქრე შენს მშობლებსა და ოჯახის სხვა წევრებზე სანამ ტყეში ღრმად შეხვალ, შენ არასდროს დარჩები მარტო. დახმარებისთვის დარეკეთ მოცემულ ნომერზე“.image


აოკიგაჰარას ტყე, იგივე თვითმვლელთა ტყე. სტატისტიკის მიხედვით, აქ შესული 10 დამთვალიერებლიდან, მხოლოდ ერთი გამოდის ცოცხალი.

პოლიციას წელიწადში 100 ზე მეტი გვამი გამოაქვს ამ ტყიდან. აქ შეგხვდებათ უამრავი გაფრთხილება, შემზარავი ნივთები და უამრავი ადამიანის ჩონჩხი. შესული ადამიანები ხედავენ მოჩვენებებს, შიში კი აიძულებთ მათ თავის მოკვლას. მხოლოდ ნამდვილად ძლიერი ხალხი შეძლებს აქედან გამოსვლას და გადარჩენას.

ამ ტყეზე გადაღებულია ფილმიც.image

ამბობენ რომ ტყის შუაგულში არის ბერი, რომელიც გიჩვენებს სწორ გზას.image


2. უძველესი სახლი თბილისში, ქიაჩელის ნომერი 6

image

დააკვირდით გამოსახულებას ფანჯრის ზემოთ, ეს შენობა 1888 წელს აშენდა თბილისში. რამდენიმე წლის შემდეგ სახლი შეიძინა სომეხმა ვაჭარმა, რომელიც დაინტერესებული იყო სატანისტური რიტუალებით. ყველაფერი იწყენა მზის ჩასვლის დროს, როდესაც ფანჯრიდან შემოსული მზის შუქი ირეკლება კედლის ერთ მხარეს, ეშმაკის ქანდაკებასთან, ვარაუდობენ რომ სწორედ ამ ადგილასაა საიდუმლო გვირაბი. ერთ-ერთ რიტუალს შეესწრო ვაჭარის ქალიშვილი, რომელმაც გადატანილი შიშის შემდეგ სახლის სხვენში ჩამოიხრჩო თავი. ამ სახლს მეორენაირად ეშმაკის სახლსაც უწოდებენ.


3.რაინჰამის დარბაზი

image

ერთი შეხედვით სახლი უწყინარი და კომფორტული ჩანს, მაგრამ მისი ისტორია შეგაშფოთებთ.


ასე გამოიყურება ის დღევანდელ გადაღებულ ფოტოში: imageმაგრამ ასე გამიყურებოდა 1936 წელს:image

ეს არის შემზარავი ფოტო, რომელიც გადაიღეს უძველესი ფოტოაპარატით. გამოსახულებას ყავისფერი ქალბატონი ეწოდა. მოჩვენება ეკუთვნის ლედი დოროთი ვალპოლს რომელიც გარდაიცვალა 1726 წელს. ლედი გარდაიცვალა დიდი ტანჯვით, ჩუტყვავილის ურთულესი სახეობით, მაგრამ დადის ხმები, რომ ის შეესწრო სატანისტურ რიტუალს და სწორედ ამის გამო დააგორეს სურათზე ნაჩვენებ კიბეებზე.


4. მირტლის პლანტაციაimage

ეს სახლი შესულია ამერიკის შეპყრობილი სახლების სიაში. აშენებულია 1796 წელს. მეთვრამეტე საუკუნიდან დღემდე ამ სახლში 12 მკვლელობა მოხდა, ამიტომ აქ დამსვენებლებს ხშირად აქვთ შენიშნული ისეთი უცნაურობები, როგორიცაა მოჩვენება. image

(1)

ამ სახლს ყავდა ერთ-ერთი პატრონი, სახელად ვილიამ ვინთერი. მას ძალიან უყვარდა სახლი, მაგრამ ერთ 1871 წლის ერთ შემზარავ დღეს მას თოფი ესროლა სრულიად უცხო ადამიანმა, რომლის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია. სროლის შემდეგ ვილიამი კიბეებზე აცოცდა, სწორედ მეჩვიდმეტე საფეხურზე გარდაიცვალა ის. სტუმრებს დღემდე ესმით მძიმე ხოხვა სასტუმროს დერეფნებში.



5. პოვეგლიას კუნძული

454

შემზარავი კუნძული იტალიაში, აქ დასათვალიერებელი არაფერია, მხოლოდ კოშკი და შენობა. 421 წელს იტალიაში გაჩაღდა საშინელი მომაკვდილებელი ჭირი, დაავადებულებს სამკურნალოდ უშვებდნენ სწორედ პოვეგლიას კუნძულზე, მაგრამ მათზე მხოლოდ ცდებს ატარებდნენ, საშინლად ტანჯავდნენ და ბოლოს წვავდნენ. ეს ყველაფერი 1630 წელსაც გამეორდა.

1800 წელს აქ გაიხსნა საავადმყოფო, გადაყავდათ უცნაური დაავადებების მქონე ხალხი, ატარებდნენ უამრავ, შემზარავ ცდას და პაციენტების სიკვილის შემდეგ გვამებს წვავდნენ. აღმოჩენილია უგრძესი ხვრელი, სადაც ყრიდნენ ძვლებს.image

უამრავი პაციენტი კოშკიდან ხტებოდა და სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებდა. დამთვალიერებლებს დღესაც ესმით ზარის რეკვა და უსაზღვროდ მტანჯველი კივილი.



დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედი მაქვს მოგეწონათ სტატია, დატოვეთ შთაბეჭდილება კომენტარებში.






0
188
1-ს მოსწონს
ავტორი:ლიზი სიხარულიძე
ლიზი სიხარულიძე
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0