სხვა თვალებს არ დაუჯერებთ, როდესაც ნახავთ თუ რა შეიძლება გამოირიყოს ოკეანის სანაპიროზე 2019, 26 ივლისი, 13:22 1. მილიონობით ლეგო 1997 წელს იაპონიიდან ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით ლეგოებით დატვირთული კონტეინერი გადაჰქონდათ. თუმცა ოკეანის უზარმაზარმა ტალღამ კონტეინერი ამოატრიალა და მასში მოთავსებული 5 მილიონი ლეგო დიდ ბრიტანეთთან, კერძოდ კორნველთან ჩაიძირა. თქვენ დღესაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ კორნველის სანაპიროზე გამორიყული ლეგოები. 2. 200 ფუტის სიგრძის ლაინერი 2018 წელს ფლორიდაში 200 ფუტის სიგრძის ლაინერი გამოჩნდა, რომელიც მისი მესაკუთრის - ლურ ბრასის განცხადებით, რესტორნად უნდა გამოეყენებინათ. შესაბამისად, ლაინერი არასოდეს დაძრულა ადგილიდან მანამ, სანამ მას 7 ფუტიანმა ტალღამ არ გადაუარა და 30 მილის მანძილზე არ გადაისროლა. 3. 80 მილიონი წლის წინანდელი ძვლები. ეს უდიდესი აღმოჩენა ლუსიას კუნძულებზე გამოირიყა და დინოზავრს ეკუთვნის. 2012 წელს ბურკეს მუზეუმის მეცნიერებმა დაუყოვნებლივ დაიწყეს მისი შესწავლა. 4. ჟირაფი. 1981 წელს ნიუ იორკ თაიმსი წერდა, რომ ბრუკლინის ნავსადგურიდან ჟირაფი გადავარდა, რომელიც შემდეგ სამხედრო ინჟინრებმა აღმოაჩინეს ნიუ იორკის სანაპიროზე. ვერ დადგინდა, თუ ვის ეკუთვნოდა ჟირაფი. გამოითქვა მოსაზრება, რომ იგი ცირკის კუთვნილება იყო, თუმცა აღნიშნული არასდროს დადასტურებულა. 5. მეორე მსოფლიო ომის დროინდელი წერილები. ეს წერილები, რომლებიც ბოთლში უვნებლად შენახული გამოირიყა ატლანტიკის ოკეანის ერთ-ერთ სანაპიროზე, ეკუთვნოდა ქალს, რომელიც 1942-1948 წლებში ხვდებოდა ომში წასულ ბიჭს. წერილებში იგი ითხოვდა არა დახმარებას, არამედ მეგობარი ბიჭის შინ მშვიდობით დაბრუნებას. გასაოცარია, თუმცა მპოვნებელმა წერილების ავტორი იპოვეს კიდეც, იგი წერილების ადრესატზე იყო გათხოვილი, თუმცა მამაკაცი 1991 წელს გარდაიცვალა. 6. ბომბი ქვემოთ მოცემული კონსტრუქცია, რომელიც მპოვნელებს ტივტივა ეგონათ, 30 წლის წინანდელი ბომბი აღმოჩნდა. ოჯახის პატარა წევრმა აღმოჩენის შემდეგ მისით თამაში დაიწყო, თუმცა როდესაც მშობლებმა სურათი ფეისბუქზე განათავსეს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასწრაფოდ დაიწყო ტერიტორიის გასუფთავება გამორიყული ბომბის გამო. 8. რამდენიმე წლის წინანდელი დორიტოსი. ადგილობრივმა მეთევზემ, სანაპიროზე უამრავი დორიტოსი აღმოაჩინა და გადაწყვიტა ახლოს მდებარე მაღაზიას დაკავშირებოდა. დორიტოსები 2006 წელს გაიბნა ოკეანეში, როდესაც უზარმაზარი კონტეინერი ამოყირავდა Hatteras-ის კუნძულების მახლობლად. 9. 48 მილიონი დოლარის ღირებულების კოკაინი იაპონიის მაცხოვრებელმა, ერთ დღეს სანაპიროზე, 4 ზურგჩანთა კოკაინი აღმოაჩინა. მათი ღირებულება 48 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. აღნიშნული ნარკოდანაშაულის გახსნა, ნარკოტიკების რაოდენობის გამო, იაპონიის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნებოდა, მესაკუთრე რომ დაედგინათ. 10. ვეშაპის ექსკრემენტები როდესაც კენ ვილმენმა სანაპიროზე საკმაოდ მყრალი, გაურკვეველი წარმომავლობის 6 გირვანქა ნივთიერება აღმოაჩინა, იგი მისით არ დაინტერესებულა მანამ, სანამ ინტერნეტით ამ კონსისტენციის ღირებულება არ დაადგინა. კერძოდ ეს გახლდათ ვაშაპის ექსკრემენტები, რომლებიც პარფიუმერიაში გამოიყენება და მათი ღირებულება 180 000 აშშ დოლარს შეადგენდა. ვილმანიც დაუყოვნებლივ დაბრუნდა სანაპიროზე თავისი აღმოჩენის წასაღებად. 266 2-ს მოსწონს
|