კინო ტოპ - 10 ყველაზე ცნობილი კინოპოსტერი, რომელიც ცენზურამ დაბლოკა 2019, 26 ივლისი, 13:23 შევთანხმდეთ, რომ პოსტერი - ფილმის ერთ- ერთი მთავარი მარკეტინგული ატრიბუტია. როგორც ცნობილია კომერციისა და ხელოვნების ამ კომბინაციამ, ფილმი არა მხოლოდ კარგად უნდა გაყიდოს, არამედ, მისი განწყობაც სრულყოფილად უნდა გადმოსცეს. ამ, ყველა გასათვალისწინებელ ფაქტორთან ერთად, დიზაინერებს, რომლებსაც მუშაობა ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით, ძირითადად პოსტერების ვიზუალურ და მხატვრულ მხარეზე უწევთ, საკმაოდ შეზღუდულები არიან. მაგრამ, თუკი ფილმი თავიდანვე ზრდასრული აუდიტორიისთვის იგეგმება, შესაბამისად, თავად პოსტერიც არასაბავშვო გამოდის. თუმცა, ორგანიზაციებს, რომლებსაც ცენზორთა ფუნქცია ენიჭებათ, პოსტერის თავისუფლად დაბლოკვის უფლებაც გააჩნიათ. გთავაზობთ, 10 ყველაზე ცნობილ კინოპოსტერს, რომელიც ზოგიერთ ქვეყანაში ან ნაწილობრივ შეიცვალა ან საერთოდ აიკრძალა."ცოდვების ქალაქი 2: ქალი, რომლის გამოც ღირს კაცის მოკვლა" (2014 წელი)დიდი ხნის ნანატრი "ცოდვების ქალაქის" სიქველის, ორიგინალური პოსტერი მომენტალურად ინტერნეტ ჰიტი გახდა, თუმცა ამერიკის კინოასოციაციამ (MPAA) ჩათვლა, რომ ევა გრინის "ღირსებები" თხელ კაბაში მეტისმეტად კარგად ჩანდა. ამიტომ, ფილმის პრეზენტაციისთვის ბევრად უფრო მოკრძალებული პოსტერის ვარიანტი შეიქმნა."განსაკუთრებით საშიში" (2008)თემურ ბეკმამბეტოვის ცნობილი თრილერის პოსტერს, ბრიტანეთის საზოგადოების მხრიდან საკმაოდ უკმაყოფილო გამოხმაურება მოჰყვა, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ ის ძალადობის მიმართ ერთგვარ წამქეზებლურ ქმედებაში დაადანაშაულა, რის შემდეგაც, რეჟისორი იძულებული შეიქმნა პოსტერი მთლიანად შეეცვალა."მექანიკური ფორთოხალი" (1971)სტენლი კუბრიკის ლეგენდარული ფილმის ორიგინალური პოსტერის ქვემოთ, სამკუთხედს თუკი კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ მასში თავს შიშველი ქალი იწონებს. რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ამერიკაში ამ გამოსახულებამ ცენზურა ვერ გაიარა. ქალი ჯერ ქვედა საცვლით შემოსეს, შემდეგ კი, პოსტერიდან მთლიანად გააქრეს."გოგონა დრაკონის ტატუთი" (2011)დევიდ ფინჩერის ოსკაროსანი ფილმის პოსტერსაც "ცოდვების ქალაქის" ბედი ეწია. თუმცა, თუკი წინა შემთხვევაში მთავარი გმირის ნახევრად მოშიშვლებული მკერდი საგანგებო კაბით შემოსეს, რუნი მარას შემთხვევაში, "ის" ფილმის პრემიერის თარიღით დაფარეს."სირცხვილი" (2011)სტივ მაქუინის ფილმის საგანგებოდ, უნგრეთის კინოგაქირავებისთვის შექმნილი პოსტერი, საკმაოდ უხამსად მიიჩნიეს. ერთი შეხედვით, ეს პროვოკაციული პოსტერი ზედმეტს თითქოს არც არაფერს აჩვენებდა, თუმცა, ყველასთვის მარტივი მისახვედრი იყო, რომ სხეულზე არსებული თეთრი ფერის მასალა, საპნის ხსნარი არ იყო. ღია მინიშნება საკმარისი აღმოჩნდა, რომ პოსტერი აეკრძალათ."კოკო შანელი" ( 2009)პარიზში, ლეგენდარული კოკო შანელის შესახებ ბიოგრაფიული ფილმის გაქირავება სკანდალით დაიწყო. საქმე იმაშია, რომ ფრანგული კანონმდებლობის თანახმად, საზოგადო ადგილებში სიგარეტის პირდაპირი ან ირიბი რეკლამა იკრძალება, ხოლო პოსტერზე ნათლად ჩანს, თუ როგორ უჭირავს ხელში ფილმის მთავარ გმირს სიგარეტი. საბოლოოდ, იმაზე შეთანხმდენ, რომ პოსტერებს მეტროდან და ავტობუსებიდან ჩამოხსნიდნენ."სექსის წესები" (2002)საკმაოდ უხერხულ პოზებში პატარა, სათამაშო დათუნიებმა ამერიკული კინოასოციაციის ტესტირება ვერ გაიარეს. თუმცა, სხვა დანარჩენ ქვეყნებში, მათ შორის რუსეთშიც, ცხოველებს ცენზორთა მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ შეხვედრიათ."ხალხი ლარი ფლინტის წინააღმდეგ" (1996)კინოსურათის ოფიციალური პოსტერი მისი არაერთგვაროვანი, ვიზუალური და შინაარსობრივი კონცეფციის გამო ამერიკის მთელს ტერიტორიაზე აიკრძალა. ფილმის რეჟისორის, მილოშ ფორმანის თქმით, თავად "MPAA" პრეზიდენტმა ჯეკ ვალენტინმა მასთან პირად საუბარში, საზოგადოების მხრიდან, პოსტერის გამოსახულებასთან დაკავშირებულ მოსალოდნელ პროვოკაციაზე მღელვარება ვერ დამალა და თავადაც ის, ამერიკული ეროვნული სომბოლიკისა და რელიგიის დისკრედიტაციად შეაფასა."ხერხი 2" (2005)ამერიკულმა კინოასოციაციამ ფილმის საიტიდან, პოსტერზე გამოსახული 2 მოჭრილი თითის წაშლა მოითხოვა. თუმცა, კინოპროდიუსერები ასოციაციის წარმომადგენლების მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმებოდნენ, ვინაიდან მათი აზრით, კონცეპტუალური მნიშვნელობა სწორედ ამ თითებს ენიჭებოდა. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, საბოლოოდ, ორივე თითი პოსტერზე მაინც დარჩა."მოღალატეები" (2011)ფილმის "Les Infideles" პოსტერები ფრანგულ სარეკლამაო ბანერებს სულ რამდენიმე დღით შემორჩა. კინომწარმოებლებს მოქალაქეების უკმაყოფილების გამო მათი ჩამოხსნა მალევე მოუწიათ, ვინაიდან ქალების უმრავლესობამ მსგავსი სახის პროვოკაციული პოსტერები სუსტი სქესის შეურაცხყოფად ჩათვალა.782 1-ს მოსწონს |