ფილოსოფია რას ამბობს თქვენი თვალის ფერი თქვენზე? 2019, 26 ივლისი, 0:55
ძველ დროშიც და ახლაც მიაჩნიათ რომ, ადამიანის ამოცნობა იწყება მისი თვალებით. რომ თვითოეული ადამიანის თვალი უნიკალურია თავისი ფერის პალიტრით, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ ამა თუ იმ თვალის ფერის მიხედვით შეგიძლია ამოიცნო ადამიანის ხასიათი.
ცნობილია რომ ადამიანი ზუსტად თვალის საშუალებით ახდენს ნებისმიერი მოვლენის აღქმას, რამაც შესაძლებელია მის ხასიათზე იქონიოს საკმაოდ დიდი გავლენა, განსაკუთრებით ეს ხდება ბავშვებში და მოზარდებში. მწვანე ფერის თვალებიასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანები გამოირჩევიან პირდაპირობით, სანდოობით და გულღიაობით. მწვანე ფერის თვალების მქონე ადამიანები ხშირად რაინდებს გვანან ხასიეთით.მეგობრები აფასებენ მათ იმიტომ რომ ისინი კეთილები და სანდოები არიან. თუმცა მტრები ვერ იტანენ მათ პრინციპულობას და მისი სიმტკიცის გამო. მწვანე თვალების მქონე ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერები არიან. სტაბილურები. ამავდროულად საკმაოდ კარგი წარმოსახვის უნარის მქონე ადამიანები არიან. ძალიან კარგად უმკლავდებიან საორგანიზატორო საკითხებს, აგრეთვე ისინი კარგ მმართველად მოისაზრებიან. შავი თვალებივნებიანი, ენერგიული ადამიანები, ინიციატორები არიან, ხასიათდებიან განსაკუთრებული შეუპოვრობით, ადვილად უმკლავდებიან ცხოვრებისეულ სირთულეებს. არიან აზარტულები. უყვართ მოქმედება და ყურადღების ცენტრში ყოფნა. გადაწყვეტილებებს იღებენ დაუფიქრებლად, ამიტომ ხშირად ცდებიან. ასეთი ადამიანებისთვის არ არსებობს წინააღმდეგობა. როდესაც ისინი მიილტვიან სასურველი ადამიანისკენ. მათ ვერ ვერავინ და ვერაფერი გააჩერებს. თუმცა ხანდახან მათი ასეთი გამბედაობა, კრახითაც სრულდება ხანდახან, რასაც დიდი ტკივილი მოაქვს მათთვის.ლურჯი თვალის ფერიასეთი თვალის ფერის მქონე ადამიანები არიან რომანტიულები, აქვთ ძლიერ ემოციური და მგრძნობიარე ბუნება. ხასიათდებიან გულუხვობით, საიმედოობით. კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამუშაოს, კარგად აქვთ განვითარებული ფანტაზია, ტკივილის მიმართ ზედმეტად გრძნობიარეები არიან, უყვართ სიმართლე და ბოლომდე მას.ახასიათებთ ქედმაღლობა და ამპარტავნება. ხშირად ვერ იგებენ სხვის პრობლემებს ან უბრალოდ არ უნდათ მისი გაგება.
ნაცრისფერი თვალებიმიმზიდველი ტემპერამენტული მგრძნობიარე, მახვილგონიერი და იმპულსური ადამიანები არიან. ზოგადად მუქი ფერი არის ფეთქებადი და კონფლიქტური ადამიანის მახასიათებელი. რომელიც ამავდროულად სწრაფად ივიწყებს ყველაფერს. ხასიათდებიან კატეგორიულობით. ამ ფერის თვალების მქონე ადამიანების მინუსად შეიძლება ჩაითვალოს მათი კაპრიზები, რომლებიც იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებთ. ისინი ძალიან კონტაქტურები არიან. აქედან გამომდინარე ძალიან ხშირად ნახულობენ საერთო ენას სხვა ადამიანებთან.თაფლისფერი თვალებიძნელად იღებენ გადაწყვეტილებას, არიან მორიდებულები, და მკოცნებეები. გამოირჩევიან პრაგმატულობით. გულმოდგინებით და შრომისმოყვარეობით. არიან სანდო ადამიანები უყვართ დამოუკიდებლობა და ძნელად იტანენ ზეწოლას. დიდი ხნით ამახსოვრდებათ და ძნელად გადააქვთ წყენა. მათ ყოველთვის შეგიძლიათ ენდოთ. და ისინი არასოდეს გიღალატებენ. ასეთი თაფლისფერთვალებას მთავარ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს მათი ინდივიდუალიზმი, მისწრაფება იმისკენ, რომ დამოუკიდებლად აკეთონ ყველაფერი, როგორც წესი ყოველთვის აღწევენ მიზანს და არიან წარმატებულები. ვერ იტანენ გარშემომყოფთაგან ზეწოლას.რუხი ნაცრისფერი თვალებიის ვინც ბუნებამ მუქი ნაცრისფერი თვალებით დააჯილდოვა არიან ჯიუტები და გამბედავები. ისინი ძალიან თავდაჯერებულები, მიზანდასახულები, შინაგანად ძლიერნი არიან. მათ ახასიათებთ ეჭვიანობა, თუმცა თუ ასეთი ადამიანის თანამგზავრი იქნება აგრეთვე მუქნაცრისფერ თვალების მქონე ადამიანი, მაშინ ისინი იცხოვრებენ დიდხანს და ბედნიერად.ჭროღა თვალებითუ ამ ფერის თვალები გაქვთ, შეიძლება ითქვას რომ შინაგანად ძალიან ძლიერი ხართ. თავისუფლად შეიძლება გადალახოთ ნებისმიერი წინააღმდეგობა. თუ მოინდომებთ. ასეთ ადამიანზე ამბობენ რომ უყვართ საქმის ბოლომდე მიყვანა. ზუსტად ამის გამო უფრო მიზანდასახულები ხდებიან. ისინი ხანდახან ძალიან უხეშები არიან, როდესაც ეხება მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხს. უარეს შემთხვევაში კი აგრესიულები.ყურადღებით წაიკითხეთ სტატია და გააკეთეთ შედარება, შეესაბამება თუ არა ეს კვლევა სინამდვილეს. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება. ეს ჩვენთვის საინტერესო იქნება. 678 1-ს მოსწონს
|