იარაღი და ტექნიკა საქართველოში ეს იარაღი 2013 - 2014 წელს გამოჩნდა. რომლებსაც მხოლოდ სპეც დანაყოფები იყენებენ 2019, 25 ივლისი, 21:31 FN Five- seven ბელგიური წარმოების, ნახევრად ავტომატური პისტოლეტია, სხვა ანალოგებისგან მას გამოარჩევს სპეციალური 5, 7 × 28 მმ იანი ტყვია.
რომელიც ჯავშან ჟილეტებსა და ჩაფხუტებში ბევრად უკეთესად აღწევს ვიდრე სხვა კალიბრის პისტოლეტები. პისტოლეტის წონა 610 გრამია. ( 714 მჭიდით). სიგრძე 208 მმ. სროლის მაქსიმალური ეფექტური მანძილი 50-100 მ. თავად ტყვია 1500 მეტრზე მიფრინავს და შემდეგ ეცემა. ტყვიის სიჩქარე ვაზნის ტიპზეა. დამოკიდებული. და 500 - 700 მ/წ შეადგენს. მიდის ტევადობა 20 ან 30 ვაზნაა. ასეთი კარგი მახასიათებლების და განსაკუთრებით სპეციალური ვაზნის გამო იარაღი პოპულარულია სხვადასხვა ქვეყნების ელიტურ ქვედანაყოფებში, თუმცა ხარისხის ზრდასთან ერთად ფასიც იზრდება. ამიტომ დიდი რაოდენობით თითქმის არცერთი ქვეყნის სპეცრაზმი არ იყენებს. საქართველოში ეს იარაღი 2013 - 2014 წელს გამოჩნდა. შესაძლოა ეს იარაღი უფრო ადრეც არის შესყიდული. თუმცა სხვადასხვა ღონისძიექექზე თუ წრთვნებზე ეს პისტოლეტები, სწორედ ამ პერიოდში იქნა შენიშნული. სავარაუდოა, რომ ასეთ პისტოლეტებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეც დანაყოფები, მათ შორის ანტი - ტერორისტული სპეცრაზმი იყენებს. ლოგიკურიცაა პისტოლეტის სპეციფიკიდან გამომდინარე, თუმცა შესაძლებელია რომ ასეთი პისტოლეტები შ. ს. ს. - ს სპეციალური ოპერაციების ძალები არ იყენებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თუმცა შეიძლება ვცდებოდე.
774 1-ს მოსწონს |
კარგად ვიცნობ ამ პისტოლეტს, აღნიშნული ბრენდის ამ დასახელების პისტოლეტები გამოდის 5 მოდოფიკაციად.
10 ვაზნიანი მჭიდი განკუთვნილია პოლიციელებისათვის. 20 და 30 ვაზნიანი მჭიდები სპეციალური დანიშნულების რაზმებისათვის.