x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ქალები, რომლებიც პარიზს ლოგინიდან მართავდნენ: XIX საუკუნის პარიზელი "კურტიზანების“ სკანდალური კატალოგი

image

როგორც ცნობილია, XIX საუკუნის საფრანგეთში პროსტიტუცია სრულიად ლეგალურად ითვლებოდა. კლიენტებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შესაქმენლად პარიზის ყოველი რაიონი საგანგებო ბროშურას უშვებდა, სადაც "კურტიზანი" ქალების შესახებ არა მხოლოდ ზოგადი ინფორმაცია, არამედ მათი ფოტოსურათები, წარმომავლობა, მომსახურების ფასი და თქვენ წარმოიდგინეთ, განსაკუთრებული "უნარ- ჩვევებიც" კი იყო მითითებული.


imageimageimage

1804 წელს, როგორც კი ნაპოლეონი იმპერატორი გახდა, ქვეყნაში პირველ რიგში, მოქმედი ყველა სექს - მუშაკის რეგისტრაცია და მათი სამედიცინო შემოწმების ბრძანება გასცა. 5 წლის შემდეგ მარტო პარიზში ოფიციალურად 180 ბორდელი ირიცხებოდა.

imageimageimage


კანონის თანახმად, დაწესებულება ქალს უნდა ემართა, ამიტომ საროსკიპოების მმართველები ძირითადად ყოფილი მეძავები იყვნენ. ქვეყნის კანონმდებლობით ბორდელების ფასადი გარეშე თვალისთვის, შეუმჩნეველი და მოკრძალებული უნდა ყოფილიყო, რასაც თითოეული მათგანი მკაცრად ემორჩილებოდა.


imageimageimage

თუმცა, მოდით ისევ, XIX საუკუნეს დავუბრუნდეთ, როცა "გაყიდვადი" სიყვარული ყველაზე მეტად ყვაოდა. ეს ფოტოები 1883 წლის "The Pretty Women of Paris" - ის კატალოგიდან არის აღებული, სადაც იმ პერიოდისთვის, მთელი თავისი ბრწყინვალებით, ყველა ცნობილი მეძავი და "კურტიზანი" ქალი იყო წარმოდგენილი.


image


კატალოგი 1883 წელს, 169 ეგზემპლიარად გამოიცა და ის ძირითადად, მდიდარ ბრიტანელ მამაკაცებზე იყო გათვლილი, რომლებიც საფრანგეთს დროებით სტუმრობდნენ.


imageimageimage


"ცნობილი" ქალების საყვარლებს შორის, საკმაოდ მაღალი რანგის მამაკაცებიც ირიცხებოდნენ, მათ რიცხვში იყვნენ, როგორც ჰერცოგები, ასევე უფლისწულები, ცნობილი მსახიობები და რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, თავად ბრიტანეთის მომავალი მეფეც კი მათი მომსახურებით საკმაოდ ხშირად სარგებლობდა. ამ გავლენიანი "სიყვარულის ქურუმებზე" ხშირად იმასაც კი ამბობდნენ, რომ პარიზს ისინი პირდაპირ ლოგინიდან მართავდნენ.


imageimage







0
190
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
190