x
image
მანჩო 777
რატომ არ შეიძლება დაფეხმძიმება და ბავშვის გაჩენა კოსმოსში?
კოსმოსის ათვისება კაცობრიობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია. მეცნიერები აქტიურად განიხილავენ და სწავლობენ სიცოცხლის შესაძლებლობას უცხო პლანეტებზე. მომავალში დაგეგმილია იქ კოლონიების დაარსებაც. რა თქმა უნდა, იბადება კითხვა: როგორ იქნება ადამიანების გამრავლების საკითხი ამ კოლონიებში? - კოსმოსში დაფეხმძიმება და ბავშვის გაჩენა ხომ ფაქტიურად შეუძლებელია.



image



მაინც რატომ არ შეიძლება კოსმოსში დაფეხმძიმება?

ბავშვის ჩასახვის პროცესი, ფეხმძიმობა და ახალი სიცოცხლის დაბადება კოსმოსში მეცნიერთა დიდ ინტერესს იწვევს. ტარდება უამრავი ექსპერიმენტი და საფუძვლიანად შეისწავლება სასიცოცხლო და რეპროდუქტიული ორგანოების ფუნქციონირების და მოქმედების პრინციპები კოსმოსში.


აშშ-ის აეროკოსმოსური სააგენტო ''ნასას'' მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ კოსმოსში ბავშვის გაჩენა შეუძლებელია. ქალმა კიდევაც რომ მოახერხოს დაფეხმძიმება, ბავშვის მუცლით ტარებას და მშობიარობას ის ვერ შეძლებს კოსმოსში არსებული მომატებული რადიაციის და უწონადობის გამო. გარდა ამისა, ნაყოფი სრულყოფილად ვერ განვითარება მისთვის უჩვეულო და არახელსაყრელ გარემოში.



image



არსებობს მოსაზრება, რომ კოსმოსში დაფეხმძიმება შეუძლებელია უწონობაში სექსის შეუძლებლობის გამო. ჯერ ერთი, სკაფანდრის დიზაინი წყვილს არ მისცემს ინტიმური სიახლოვის საშუალებას. გარდა ამისა, სქესობრივი აქტის დროს ადამიანის ორგანიზმიდან გამოყოფილი სითხე იმწამსვე დაიწყებს "ცურვას '' ჰაერში, ამან კი შეიძლება გამოიწვიოს ელექტროსისტემის ხარვეზები... და კიდევ ერთი: რადიაციის დიდი დოზის და უწონობის გამო მამაკაცს შეიძლება გაუჩნდეს პრობლემები სასქესო ორგანოს საჭირო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, კოსმოსში რადიაციის დოზა ასჯერ აჭარბებს იმას, რაც დედამიწაზეა.



image



მიუხედავად ამ მტკიცებულებებისა, ამერიკელ მეცნიერებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან იაპონელი მკვლევარები. ისინი ამტკიცებენ, რომ კოსმოსში სექსიც შესაძლებელია და ბავშვის გაჩენაც. ამ საკითხების კვლევის მიზნით მათ ჩაატარეს ექსპერიმენტი: ტოკიოს უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის მეცნიერებმა საერთაშორისო ორბიტულ სადგურზე გააგზავნეს კონტეინერი, რომელშიც თაგვის გაყინული სპერმა და კვერცხუჯრედი იყო მოთავსებული. აღნიშნული ნიმუშები კოსმოსური ხომალდის ბორტზე -96 გრადუს ცელსიუსზე ზე ინახებოდა სპეციალურ საყინულეში. ორბიტულ სადგურზე მოხდა მათი გადნობა და ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება, რის შემდეგაც ერთი შეხედვით სრულიად ნორმალური თაგვი დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ საცდელი ნიმუში გარეგნულად სავსებით ჯანმრთელად გამოიყურებოდა, ჩატარებული დნმ ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მისი გენეტიკური ინფორმაცია დაზიანებული და შეცვლილი იყო, რაც რადიაციის მაღალი ფონით ახსნეს, თუმცა თაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დნმ-ის ზოგიერთი ჯაჭვის გარღვევა არ მოქმედებს ნაყოფის ზოგად მდგომარეობაზე და მისი განვითარების სიჩქარეზე, რაც გვაძლევს იმის იმედს, რომ შესაძლებელია ორბიტაზე ცოცხალი ორგანიზმების გამოყვანა.



image



მიუხედავად ამ ექსპერიმენტის დადებითი შედეგებისა, მეცნიერები მაინც ეჭვქვეშ აყენებენ კოსმოსში დაფეხმძიმების და ბავშვების გაჩენის შესაძლებლობას და ვერ ბედავენ მსგავსი ცდები ადამიანებზე ჩაატარონ (ან იქნებ ატარებენ კიდეც, მაგრამ ამ ინფორმაციის გასაჯაროებას ერიდებიან და საიდუმლოდ ინახავენ). ადამიანი თაგვებზე ბევრად მაღალგანვითარებული და რთული ორგანიზმია და ის ექსპერიმენტი, რაც მღრღნელებზე წარმატებით განხორციელდა, შეიძლება ადამიანის შემთხვევაში კატასტროფით დამთავრდეს.



image



ასე რომ, აღნიშნული პრობლემების გამო ფაქტიურად შეუძლებელია ბავშვების გაჩენა უცხო პლანეტებზე... თავისთავად, იქ კოლონიების დაარსების და ადამიანების გამრავლების შანსიც ძალიან მცირეა, ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელია. იმისათვის, რომ სხვა პლანეტებზე დაიმკვიდროს ადამიანმა ადგილი, კიდევ ბევრი ათეული წელი დაგვჭირდება, სანამ მეცნიერები შეისწავლიან და გადაჭრიან კოსმოსში ბავშვების გაჩენის პრობლემას და კოსმოსური ხომალდების აგებას პროტონის ნაწილაკების გაუმტარი მასალით (რადიაციისაგან თავის დასაცავად).


პ.ს. სტატია უკვე დასრულებული მქონდა, როცა ამ თემის შესახებ კიდევ ერთ ინფორმაციას წავაწყდი: ნიდერლანდების ტექნოლოგიურმა კომპანია SpaceLife Origin-მა მიზნად დაისახა ბავშვის კოსმოსში გაჩენის შესაძლებლობის გამორკვევა. კომპანიის მკვლევარები ეძებენ მოხალისე ქალებს, რომლებიც დედამიწის ფარგლებს გარეთ მშობიარობაზე დათანხმდებიან. ექსპერიმენტის ჩატარებას 2024 წელს გეგმავენ.
მოცემული მომენტისთვის კომპანია "ემბრიონებისთვის კოსმოსური ინკუბატორების" შემუშავებაზე მუშაობს. გეგმავენ, რომ მოწყობილობაში მოათავსონ ადამიანის სპერმა და კვერცხუჯრედი და კოსმოსში 2021 წელს გაგზავნონ.
კოსმოსში მოხვედრისას კვერცხუჯრედი უკვე განაყოფიერებუყლი იქნება, რის შემდეგაც ემბრიონის განვითარება დაიწყება. ამის შემდეგ ინკუბატორიანი აპარატი დედამიწაზე დაბრუნდება და განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს ხელოვნურად მოათავსებენ მოხალისე ქალის საშვილოსნოში.

პირველი ექსპერიმენტის დაწყებიდან სამი წლის შემდეგ კომპანია გეგმავს ორსული ქალის ორბიტაზე გაშვებას, რათა მან პირველი ბავშვი დედამიწის ფარგლებს მიღმა გააჩინოს.

"24-36 საათიანი მისიისას ქალი იმშობიარებს დედამიწიდან 400 კილომეტრის სიმაღლეზე მსოფლიოში ყველაზე ცნობილ მედიკოსებთან ერთად. საფუძვლიანად მომზადებული და კონტროლირებადი პროცესი შესაძლებლობას მოგვცემს მაქსიმალურად შემცირდეს ყველა შესაძლო რისკი", - განაცხადა კომპანიის პრეს-სამსახურის უფროსმა.

SpaceLife Origin-ში აღნიშნავენ, რომ დაგეგმილი ექსპერიმენტი საკმაოდ ძვირადღირებული იქნება. კომპანიის შეფასებით, კოსმოსში მხოლოდ განაყოფიერება შეიძლება 250 ათასიდან 5 მილიონამდე დოლარი დაჯდეს, ბავშვის გაჩენა კი უფრო ძვირი.

4
356
7-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
356
  
2019, 7 აგვისტო, 16:30
მე არ ვაპირებ, ყოველ შემთხვევაში :) თუმცა მსურველები ცოტანი არ ყოფილან, როგორც შევიტყვე.
2019, 7 აგვისტო, 15:08
არადა რამდენი აპირებდა კოსმოსში ბავშვის გაჩენას =D
2019, 7 აგვისტო, 13:05
საინტერესო ინფორმაციაა..აუცილებლად მოვიძევ და გავეცნობი. როგორც წესი, ასეთი ტიპის ექსპერიმენტები საიდუმლოდ, გაუხმაურებლად ტარდება ხოლმე.
2019, 7 აგვისტო, 12:43
ძალიან საინტერესო სტატიაა.
სსრკ-ს პერიოდში ატარებდნენ ამგვარ ცდებს, არცერთმა ექსპერიმენტმა არ გაამართლა, ერთერთი ექსპერიმენტის მონაწილე კოსმონავტი ქალი კი გაგიჟდა.
სსრკ-ს გმირის, კოსმონავტ ტიტოვის მემუარებშია ზედმიწევნით მოთხრობილი ამ სახის ექსპერიმენტებზე.
0 1 4