!["დნმ-ის ანალიზით 61 პროცენტი ქართველი
აღმოვჩნდი" - სირიელი გოგონას წერილი image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201907/2019072314141987914.jpg)
პოპულარულ ქართულ ფეისბუქ ჯგუფში, " გაატარე ზაფხული საქართველოში " გამოქვეყნებულმა პოსტმა რომელიც ეკუთვნის სირიელ გოგონას, საზოგადოების დიდი ინტერესი და გამოხვაურება გაოიწვია.
გოგონა რომელიც აპირებს საქართველოში ჩამოსვლას გამოაქვეყნა წერილი:
"გამარჯობა, მეგობრებო! ბოლო პერიოდში, მე ჩავიტარე დნმ-ის ანალიზი და აღმოჩნდა, რომ 61 პროცენტი ქართული სისხლი მაქვს. ამიტომ დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საქართველოში ვიმოგზაურო. ვაპირებ, მარტო მოგზაურობას. მაქვს რამდენიმე კითხვა და იმედია, დამეხმარებით: როდის არის მოგზაურობისთვის საუკეთესო დრო? სად ჯობია წავიდე? შესაძლებელია რომ მარტომ ვიმოგზაურო?"
გოგონას წერილს ინტერნეტ-მომხმარებლების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ნაწილი დნმ-ის ანალიზის თემით დაინტერესდა, ნაწილი წერილს იუმორით გამოეხმაურა, ნაწილი კი - სკეპტიკურად. გოგონამ ინტერნეტ-მომხმარებლების რჩევებიც მიიღო.