მოვლენები ყველაზე თამამი ბიკინები მთელი მსოფლიოდან-მაიამიში პლაჟის მოდის კვირეული ჩატარდა 2019, 22 ივლისი, 16:30 მაიამიში, ფლორიდა, 11-იდან 16 ივლისამდე მორიგი პლაჟის მოდის კვირეული-Miami Swim Week ჩატარდა, ფორმალურად ეს გახლავთ დიზაინერების, მწარმოებლების და მომმარაგებლების ფორუმი, რომლებიც ქალის და მამაკაცის საცურაო კოსტუმს სთვაზობენ მომხმარებლებს.
Miami Swim Week-ის ორგანიზატორი არის კომპანია Art Hearts Fashion, მისი მფლობელის ერიკ როზეტის მთავარი ინტერესი არის მამაკაცთა საცურაო კოსტუმები Mister Triple X., დიზაინერი აწყობს დეფილეს, სადაც ათლეტური გარეგნობის მამაკაცები მიკროტრუსებში კუნთებს ათამაშებენ და მაყურებელთა გარკვეული კატეგორია აღტაცებაში მოჰყავს.
კვირეულის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო Black Tape Project -ი, ბრენდის დაამარსებელი გახლავთ ამერიკელი ჯოელ ალვარესი, რომელსაც აზრად მოუვიდა, შეექმნა ბიკინი, რა დროსაც ინტიმური ადგილები, მხოლოდ წებოვანი ლენტით არის დაფარული.
ფოტოკოლაჟი პლაჟის მოდის კვირეულიდან
621 5-ს მოსწონს
|