x
image
ელენე გუმა
ყველაზე ძლიერი პაპარაცული ფოტოები, რომლებიც ისტორიას შემორჩა
ტერმინი "პაპარაცი" 1960 წელს ფედერიკო ფელინის საკულტო ფილმის "ტკბილი ცხოვრება" (La Dolce Vita) დამსახურებით გაჩნდა და დამკვიდრდა. სწორედ ასე ერქვა ფილმის ერთ-ერთ პერსონაჟს, რომელიც ბევრს რისკავდა იმისთვის, რომ ცნობილების ფოტოები "მოენადირებინა" და ის პრესისთვის მიეყიდა. სწორედ ამ ფილმის გამოსვლის შემდეგ დამკვიდრდა სიტყვა "პაპარაცი".


image


ფედერიკო ფელინის საკულტო ფილმის "ტკბილი ცხოვრების" (La Dolce Vita) -ს მსახიობი ანიტა ეკბერგი პაპარაცების წინააღმდეგ - 1960 წლის 20 ოქტომბერი.


image


ქეით მოსი და დევიდ ბოუვი- 2003 წელს . სინამდვილესი ეს არის ფოტოგრაფ ელენ ფონ უნვერტის გადაღებების ნაწილი.


image

1997 წელს პრინცესა დიანას ავტოკატასტროფაში, რომელიც ტრაგიკულად დასრულდა, ფოტოგრაფები დაადანაშაულეს, რომლებიც მის მანქანას მისდევდნენ, რათა პაპარცული ფოტოები გადაეღოთ.


მოგვწონს თუ არა ეს პროფესია, მაინც გვიწევს მათთან შეგუება. ახლა კი აქ წარმოდგენილი ფოტოები წარსულში გამოგზაურებენ და ბევრ ძველ ამბავს გაგახსენებენ


ჯეკი კენედი ნიუ იორკში, მედისონ ავენიუზე სერნობის დროს, 1971 წელს, ცნობილმა ამერიკელმა პაპარაცმა რონ გალელამ დააფიქსირად ა სწორედ აქ შეიქმნა ეს საკულტო ფოტო.

image

ბრიჯიტ ბარდო რომში სასტუმრო "ფორუმის" დატოვებისას 1965 წელი.


image


ცნობილი მღვდელი დონ გუსონი ღამის კლუბიდან გამოდის. რომი 1959 წელი. აღნიშნულმა ფოტომ ეკლესიის მსახურის რეპუტაცია სამუდაომდ შელახა.


image


აიშე ნანის სტრიპტიზი რესტორან "პუგანტინოში" 1958 წელი, რომი. ტაციო სეკიაროლმა ცეკვის დროს რამდნეიმე პაპარაცული ფოტო გადაიღო და შემდეგ ის პრესაში გამოაქვეყნა, რათა სკანდალი გამოეწვია.


image

ფოტოჟურნალისტი ტაციო სეკიაროლი ჩასაფრებულ პოზიციაში. რომი 1958 წელი.


image

სოფი ლორენი აეროპორტ რიმ- ჩამპინო, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ. რომი 1961 წელი.


image

მსახიობი პატრიცია პელეგრინო ბავშვებთან ერთად პლიაჟზე ერთობა.


image


იტალიელი მსახიობი ლუსენ ბენედეტი და მარინა მეუჩი, ფოტოგრაფი წინააღმდეგ. 1965 წელი, რომი.


image

სტეფანია სანდრელი, რომი, 60-იანების დასაწყისი.


image

რომი შნაიდერის და ალენ დელონის ცეკვა, რესტორან "Brigadoon"- ში "ოქროს საუკუნის" საღამოზე. 1961 წელი, 29 ივლისი, რომი.


image

ბრიტანელი მსახიობი ენტონი სტილი, ფოტოგრაფების წინააღმდეგ 1958 წელი, აგვისტო, რომი.


image

მერლინ მონრო ჯონ კენედის წინააღმდეგ იხდის. ეს ფოტო დადგმულია მათი პრეულების მიერ. რეალობაში მონროს და კენედის ინტიმური ფოტო არ არსებობს.


image

კოლეგა პაპარაცები საუბრობენ. რომი, 1958 წელი.


image




0
1138
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
1138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0