ტურიზმი ქართველების აშენებული უნიკალური ხიდი ირანში - ალავერდი ხანის ხიდი 2019, 21 ივლისი, 11:55 შაჰ-აბას პირველმა გამოსცა ბრძანება ისფაჰანში, მდ. ზაიანდერუდზე ოცდაცამეტმალიანი ხიდის მშენებლობის შესახებ, ხოლო 3 წლის შემდეგ ხიდის მშენებლობის ხელმძღვანელობა თავის ცნობილ მხედართმთავარს ალავერდი-ხანს დაავალა.
ამიტომაც იგი ცნობილია, როგორც 33 მადლიანი, ისე ალავერდი ხანის სახელით მხოლოდ ოფიციალურ ბეჭდურ გამოცემებში გვხვდება. ისე კი, ხალხში უფრო მეტად ცნობილია “ სი ო სე ფოლის" ( 33 მალიანი ხიდის) სახელით. ალავერდის ხანი შაჰის განუზომელი პატივისცემით სარგებლობდა და მასთან ძალზე დაახლოებული პირი იყო. უთუოდ დაგაინტერესებთ, რომ ალავერდი ხანი, მისი შვილები იმამ ყული - ხანი და დაუდ - ხანი, იმამ ყული - ხანის ძე სეფი ყული - ხანი, რომელთაც თვალსაჩინო პოსტები ეკავათ, სეფიანთა ირანში და დიდი გავლენით სარგებლობდნენ შაჰ-აბას პირველისა და მისი მემკვიდრეების სამეფო კარზე. ირანის სამეფო კარზე ალავერდი - ხანის აღზევებაზე მეტყველებს ერთი კედლის მხატვრობა ისპაჰანის ორმოცსვეტიან სასახლეში, სადაც შაჰ-აბას პირველის გვერდითაა გამოსახული. როგორც პირველი დიდებულთა შორის. “ მთელი სპარსეთი მე მემორჩილება, მე კი ალავერდი- ხანს ვემორჩილები " უთქვამს ერთერთი მოგზაურისთვის შაჰ აბასს. ერთი უცნობი სპარსული ხელნაწერის მიხედვით შაჰს იმამ ყული ხანისთვის ასე მიუმართავს :“ შენ ერთი დირჰემით ნაკლები მაინც დახარჯე, რათა ხალხმა დაინახოს განსხვავება შაჰსა და ხანს შორისო." ოცდაცამეტ მალიანი ხიდის მშენებლობაში გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ბიგვერდი ბეგურჯის, იშიყაღასს, რომელიც ალავერდი ხანის მარჯვენა ხელი იყო და აღა ჰოსეინს, - მშენებლობის უშუალო ხელმძღვანელს. ხიდის სიგრძე 300 მეტრამდეა, სიგანე 14 მეტრი. იგი ყველაზე დიდი ხიდია მდ. ზაიანდერუდზე. არქიტექტურული თვალსაზრისით კი ძალზე საინტერესო ნაგებობაა. ხიდი ირანულ ისტორიული ძეგლებისთვის დამახასიათებელი მანერით არ არის მოხატული. მაგრამ აგურის წყალობით გამოყვანილი ჩუქურთმები, განსაკუთრებით თაღოვანი ღია აივნები ხიდის ორთავე მხარეს, წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
ისპაჰანი - ქალაქი მუზეუმი, მასჯედ- ე ჯამე _საკრებულო მეჩეთი 15 ჯადოსნური დღე წინანდლის ჯადოსნურ მამულში
ისპაჰანი _ ქალაქი მუზეუმი, ცოტა რამ ისპაჰანის ისტორიული წარსულიდან 438 1-ს მოსწონს
|