ბიოგრაფია ჯესიკა მარი ალბა 2019, 20 ივლისი, 12:16 ჯესიკა მარი ალბა
Jessica Marie Alba დაიბადა 28 აპრილს, 1981 წელს ამერიკელი მსახიობი და მოდელი. სამსახიობო კარიერა დაიწყო 13 წლის ასაკში ფილმებით „დაკარგული ბანაკი“ (1994) და „ალექს მაკის საიდუმლო სამყარო“ (1994). პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალ „ბნელ ანგელოზში“ (2000-2002) შესრულებული როლით. განსაკუთრებით ცნობილი როლები ითამაშა ფილმებში: ჰანი (2003), „ცოდვის ქალაქი“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული“ (2005), „ფანტასტიკური ოთხეული 2“ (2005). ჯესიკას უამრავი აღიარება აქვს მოპოვებული როგორც სექსსიმბოლოს: 2001 წელს ჟურნალ „Maxim“-ის „Hot 100“-ის რეიტინგში დაიკავა პირველი ადგილი, 2006 წელს გაიმარჯვა ვებსაიტ AskMan.com-ის გამოკითხვაში „99 ყველაზე სასურველ ქალი“, ხოლო 2007 წელს ჟურნალ „FHM“-ის გამოკითხვაში „100 ყველაზე სექსუალური ქალი“. 2006 წელს ჯესიკას სურათი ყველაზე პოპულარული მამაკაცების ჟურნალის, „Playboy“-ის მარტის ნომრის გარეკანზე იყო განთავსებული. როგორც მსახიობი ჯესიკა ძალიან ბევრი კინოპრემიის ლაურეატი და ნომინანტია, რომელთა შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ოქროს გლობუსის 2001 წლის ნომინაციაა. გალ გადოტ-ვარსანო მეგან ფოქსი ადრიანა ლიმა სკარლეტ იოჰანსონი კაილი ჯენერი ემილია კლარკი კირა ნაიტლი 22 1-ს მოსწონს
|