x
image
თამილა გურაშვილი
გაბუნია აშკარად, ან ფარულად ჯილდოს მიიღებს პუტინისგან- რუსი ოპოზიციონერი

image
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი აცხადებს, რომ რუსთავი2-ის ჟურნალისტი გიორგი გაბუნია პუტინის აგენტია. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ გაბუნიამ თავისი ქცევით კრემლის ლიდერს საჩუქარი გაუკეთა.

„ცოტა ხნის წინ გამოვედი ციხიდან და იქაც კი, კამერაში, სადაც გინებისადმი მიდრეკილი ადამიანები სხედან, მსგავსი რამ გაუკვირდათ. ის, რაც რუსთავი2-ის ჟურნალისტმა გააკეთა, მაგონებს ნარკომანს ციხეში, რომელიც ცუდადაა და ფენაზეპამი, ან ლირიკა სჭირდება. უნდა, რომ გაუშვან, ჭკუიდან გადადის და კარს ეჯაჯგურება. ზედამხედეველი მოდის და ეუბნება, რომ მისი გაშვება არ შეუძლია, რადგან პატიმარია.ის კი ყვირის.

ეჭვიც არ მეპარება, რომ გაბუნიას კრემლმა რაღაც საიდუმლო ორდენი უკვე მიანიჭა, რადგან ეს იყო გრანდიოზული საჩუქარი პუტინისთვის, როცა სიტუაციაში თავად პუტინი და კრემლი იდიოტებივით გამოიყურებოდნენ, რომლებმაც საქართველოს სანქციები დაუწესეს. რეალურად, ეს იყო სანქციები რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რადგან 155 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, ბილეთები დაებრუნებინა. დანაკარგი ნახეს ავიაკომპანიებმაც, რომლებსაც 3 მილიარდი რუბლის დაბრუნება მოუხდათ. ყველამ თქვა, რომ პუტინი არის სულელი, რომელიც საქართველოს ჩვენს წინააღმდეგ ებრძვისო.

უცებ გამოდის პუტინის საიდუმლო აგენტი და ისეთ რამეს აკეთებს, რითაც პუტინს მორალური აღმატებულების მთაზე ასასვლელი კიბე მიართვა და საშუალება მისცა დუმის მანიაკ და ქურდბაცაცა დეპუტატებს, რომ სანქციები მოეთხოვათ, აქაოდა, ჩვენი პრეზიდენტი შეურაცხყვესო. შეუარცხყოფა მართლაც იყო, მაგრამ რა გამოთქმებით? ღმერთო ჩემო… რა თქმა უნდა, ეს დიდი საჩუქარი იყო პუტინისთვის, რომელსაც ბრწყინვალედ შეუძლია ასეთი რაღაცეების სათავისოდ გამოყენება.


ჩვენს ხელისუფლებას ძალიან უყვარს, როდესაც ვიღაცაზე ბრაზდება, მიზეზსაც ეძებს, როცა ვიღაც რაღაცას სხვანაირად იტყვის, ლოყებს ბერავს და ბრაზდება. პუტინმა სასწრაფოდ მიიღო ეს სიგნალი და განაცხადა, რომ ქართველი ხალხის გამო, სანქციებს არ დააწესებს, ნახეთ, როგორი ადამიანურია?

ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? არაფერი, უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველო პასუხს არ აგებს ერთი ქართველი ჟურნალისტის გამო. ის აშკარად, ან ფარულად ჯილდოს მიიღებს პუტინისგან, ჩვენ კი საერთოდ უნდა დავივიწყოთ ეს უბედური ჟურნალისტი და გვახსოვდეს, რომ პუტინმა თავისი სანქციებით მატერიალური ზარალი მიაყენა თავის მოსახლეობას. “-აცხადებს ნავალნი.

0
450
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
450
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0