ქალი და მამაკაცი რატომ ანიჭებენ მამაკაცები უპირატესობას ქერა ქალებს? 2019, 19 ივლისი, 18:15 ათწლეულების განმავლობაში მერილინ მონრო, ჰოლივუდის ერთგვარი ''ხატი'', მშვენიერებისა და მოდის სიმბოლოდ აღიქმებოდა.
კვლევები მოწმობს, რომ მამაკაცები ქერა ქალებით დღესაც განსაკუთრებით ინტერესდებიან, რადგან ისინი შავგვრემნებთან შედარებით უფრო ახალგაზრდად და ჯანმრთელად/ფერტილურად გამოიყურებიან (ასაკის მატებასთან ერთად თმა მუქდება). ეს ხედვა იმანაც გამოიწვია, რომ გასულ საუკუნეში ქერა ქალებს ჟურნალების ყდაზე ხშირად და აღფრთოვანებით ფენდნენ.
ძველ სტერეოტიპზე დაყრდნობით, თანამედროვე მამრობით სქესს სჯერა, რომ ქერა ქალი უფრო მომხიბვლელი, მხიარული და მრავალფეროვანია.
ამ უპირატესობის გამო ქერათმიან ლამაზმანს პაემანს უფრო ხშირად უთქვამენ, მაგრამ როცა საქმე ქორწინებას ეხება, მამაკაცები პოტენციურ მეუღლედ შავგვრემანს განიხილავენ, როგორც საიმედო, დამოუკიდებელ და ერუდირებულ ქალს. ეს ყოველი კავშირშია ბუნებრივ გადარჩევასთან.
აუგსბურგის უნივერსიტეტმა 110 მამაკაცზე დაკვირვებით აჩვენა, რომ რესტორანში ქერა მიმტანი უფრო მეტ შეკვეთასა და ყურადღებას იღებს. ფსიქოლოგების თქმით, შავგვრემან ქალებს უპირატესობას ''დედიკოს ბიჭის'' ტიპები ანიჭებენ. აქვე გეტყვით, რომ გრძელი თმა ნაკლებ ჯანმრთელი და მიმზიდველი ჩანს მამაკაცების თვალში, ვიდრე საშუალო სიგრძის თმა. თუ თმის ღია ტონში შეღებვას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ წლევანდელი ტრენდები: 87 1-ს მოსწონს
|