სხვა ბრიტანელი ტურისტი თორმეტმა თინეიჯერმა ჯგუფურად გააუპატიურა 2019, 19 ივლისი, 15:49 19 წლის ბრიტანელმა ტურისტმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი ჯგუფურად გააუპატიურა ისრაელის თორმეტმა მოქალაქემ კუნძულ აია ნაპაზე.
დაზარალებულმა პოლიციას განუცხადა, რომ იგი რამოდენიმე ნაცნობ ბიჭთან შესახვედრად შევიდა ოთახში თუ არა, ყველა დაესხა თავს. თორმეტი თინეიჯერი ბიჭი, მას ერთმანეთის მიყოლებით აუპატიურებდა 1 საათის განმავლობაში. ზოგიერთ მათგანს პრეზერვატივი ეკეთა, ზოგი კი დაუცველად ამყარებდა მასთან კავშირს. როდესაც გოგონას გაუპატიურების მომენტში გული წაუვიდა და მოეშვნენ, გამოფხიზლებულმა დაზარალებულმა დრო იხელთა და გაქცევა მოახერხა. იგი თავის მეგობრებს შეხვდა, რომლებმაც უახლოეს კლინიკაში მიიყვანეს ნახევრად შიშველ მდგომარეობაში. ![]() ![]() ![]() 1126 1-ს მოსწონს
|