შოუბიზნესი კიმ კარდაშიანის ყველაზე პროვოკაციული ჩაცმულობა, რის გამოც ალბათ მის შვილებს შერცხვებათ 2019, 19 ივლისი, 12:38 მოგეხსენებათ, რომ შოუბიზნესი არის "ცნობილების" კომერციული საესტრადო გამოსვლა, რომელიც წარმოადგენს ღონისძიების ორგანიზატორთა შემოსავლის წყაროს და დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ის. შუბიზნესის წევრები არიან ამა თუ იმ ქვეყნის ცნობილი მომღერლები, მსახიობები, მოდელები და ა.შ, რომლებიც მუდამ ყურადღების ცენტრში არიან, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი მოქალაქეები. ისინი ასევე ხვდებიან ყვითელი პრესის ფურცლებსა და ჭორების ქარ-ცეცხლში. რა თქმა უნდა არიან ცნობილები, რომლებიც პრესისა და ტელევიზიებისგან იზოლირებულად ცხოვრობენ, თუმცა მათი განსაზღვრული ნაწილი დღემდე აქტიურად იკავებს "ყველაზე სექსუალური"-ს სტატუსსა და სკანდალებით იწევს რეიტინგს. პაპარაცებისა და ჟურნალისტების თვალს მიღმა ხომ არაფერი რჩება, აქტიურად იქექებიან ჩვენი ცნობილების პირად ცხოვრებასა და ქორწინება-განქორწინების საკითხშიც, რომელიც ჩვენს ცნობილებს (უმეტეს მათგანს) კარიერაზე ნაკლებად ადარდებთ.
![]() ყველა კარგად იცნობთ კიმ კარდაშიანს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეაპატაჟური ვარსკვლავია არამარტო ამერიკის, არამედ მსოფლიოს ცნობილი სახეებიდან. მისი მხოლოდ მაღაზიაში გასვლაც კი დისკუსიის თემა ხდება. პაპარაცები მუდამ კარში ელოდებიან სატელევიზიო ვარსკვლავს, რომელიც მათ იმედებს არასოდეს აცრუებს და ყველა ჯერზე ახალი, პროვოკაციული სტილით ათამამებს მათ, ისინი კი კვებავენ მოწყურებულ და მოშიებულ საზოგადოებას. ზოგჯერ კიმის სტილი არამარტო გასაოცრად ლამაზი, არამედ წარმოუდგენლად ვულგარული და არაესთეტიკურია, რის გამოც საზოგადოება თვლის, რომ მის შვილებს აუცილებლად შერცხვებათ დედის. მოდით, ერთად დავათვალიეროთ ფოტოკრებული, სადაც კიმის ეპატაჟური თუ პროვოკაციული სტილია მოცემული. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 1355 10-ს მოსწონს
|