ბევრი ფული ადამიანის ენერგიას აჩერებს...
ცნობილია, რომ რაც მეტ ენერგიას გასცემ, მით მეტს ღებულობ . რატომ არის რომ პლანეტის ყველაზე მდიდარმა ადამიანმა თავის სიმდიდრის ნახევარი შესწირა ქველმოქმედებას, ხოლო დარჩენილი ორმოცდათექვსმეტი მილიარდი გადაწყვიტა არ დაეტოვებინა შვილებისათვის, უანდერძა მათ მხოლოდ თავისი ქონების ერთი მეათასედი?, იმიტომ, რომ იცის დიდი ფული გააჩერებს მათ ენერგიას, რომლის შედეგი მათივე გადაგვარება და გადაშენება იქნება.
ადრე ფული, მატერიალური ფასეულობები, ადამიანის გადარჩენის გარანტია იყო, ამჟამად კი მატერიალური სიმდიდრის დაგროვება ხდება მიზანი მეტი ენერგიის გაცემისა.
რატომ არის ადამიანი ბედნიერი, როდესაც აშენებს სახლს? -ის ფიქრობს ასე:"მე დაცული ვიქნები, კომფორტულად ვიცხოვრებ"- სინამდვილეში კი იმიტომაა ბედნიერი, რომ მან უნდა გასცეს დიდი ენერგია, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი, მაგრამ როდესაც სახლი უკვე აშენებულია და ადამიანი საცხოვრებლად გადადის იქ, ბედნიერების გრძნობაც ქრება.
ასევეა ფულის შოვნის პერიოდიც, როდესაც მიისწრაფვი და ცდილობ დაიტვირთო ფიზიკურად, გონებრივად და ენერგიას მუდმივად ხარჯავ ბედნიერი ხარ, როცა აღწევ მატერიალურ წარმატებას და უკვე ფულიც გაქვს იქ უკვე დუნდები...