შოუბიზნესი მართლა ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს?! - რას წერს "ჩცდ"ს-ს მსახიობი "რუსთავი 2"-ის განაჩენზე 2019, 18 ივლისი, 17:53 "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობი და ტელეწამყვანი ანი ტყებუჩავა "რუსთავი2"-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება: "რა ვთქვა და რამდენჯერ, უკვე აღარ ვიცი, რატო არ გვაქვს ამ ქვეყანაში საშუალება, მშვიდად აკეთო შენი საქმე, ის, რაც იცი და გამოგდის. "რუსთავი 2" ხო შენობა არ არი?! როგორ ფიქრობთ, ამხელა ინფორმაცია, გამოცდილება და რეიტინგი კედლებში რჩება?! ნეტა, მართლა ფიქრობთ, რომ ჟურნალისტებს, რომლებსაც ტყვიების არ ეშინიათ, სასამართლოს განაჩენი შეაშინებს?! მადლობა, გოგოებო და ბიჭებო თითოეული საათისთვის, რომელიც ოჯახთან ერთად გატარების მაგივრად, იყავით წვიმაში, ცეცხლში, წყალდიდობაში, ტყვიებში და ომში, იმისთვის, რომ ვინც სახლში ვიჯექით ამ დროს, გაგვეგო, რა ხდება და რატომ", - წერს მსახიობი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონიერად სცნეს ქართული სასამართლოს გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშისთვის "რუსთავი 2-ის" დაბრუნების თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაუშვებლად სცნო "რუსთავი 2"- ის ყველა სასარჩელო მოთხოვნა. 613 1-ს მოსწონს
|