ბიოგრაფია ადრიანა ლიმა 2019, 18 ივლისი, 16:01 ![]() ადრიანა ლიმა დაიბადა 1981 წლის 12 ივნისს ბრაზილიის სამხრეთში მდებარე ქალაქ სალვადორში.მომავალი სუპერმოდელის მშობლები სოციალური სფეროს მუშაკები იყვნენ. ადრიანა 6 თვის იყო მამამ ოჯახი რომ მიატოვა, ხოლო ადრიანას აღზრდა დედამ ითავა. ლიმას აქვს პორტუგალიური, შვეიცარული, მკვიდრი ბრაზილიური, და იაპონური წარმომავლობა. აგრეთვე მის ძარღვებში ჩქეფს ამერიკელი ინდიელებისა და კარიბის კუნძულების აბორიგენთა სისხლი. აღსანიშნავია რომ ადრიანა მისი მშოუბლიური პორტოგალიური ენის გარდა, კიდევ საუბრობს ინგლისურად, ფრანგულად, იტალიურად და ესპანურად. ![]() ადრიანა ლიმას არასდროს უფიქრია სამოდელო კარიერაზე, თუმცა მას უკვე მონაგები ჰქონდა რამდენიმე სილამაზის კონკურსი დაწყებით სკოლაში. ბავშობაში ლიმას სურდა გამხდარიყო ექიმი-პედიატრი. სკოლაში მას ჰყავდა მეგობარი, რომელსაც სურდა სამოდელო კონკურსში მონაწილეობის მიღება. მეგობარმა ლიმას სთხოვა მასთან ერთად მიეღო კონკურსში მონაწილეობა. ამგვარად, 15 წლის ასაკში ლიმა გახდა „ფორდ სუპერმოდელ ბრაზილიის“ კონკურსის გამარჯვებული, ხოლო საერთაშორისო დონეზე მან მეორე ადგილი დაიკავა. სამი წლის შემდეგ იგი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც კონტრაქტი გააფორმა Elite Model Management-თან. ![]() ამას მოჰყვა უამრავი ფოტოსესია წამყვანი პრიალა ჟურნალებისთვის. საერთო ჯამში, ადრიანა ლიმა 13 ჟურნალის გარეკანზე მოხვდა, მათ შორის ისეთი ჟურნალების გარეკანებზე, როგორებიცაა „Marie Claire“ და „Vogue“. იმავე პერიოდში მისი დებიუტი შედგა უმაღლესი დონის ჩვენებებზე. პოდიუმზე ის „Christian Lacroix-ს“, „Fendi-ის“, „ Emanuel Ungaro-ს“, „Giorgio Armani-ს“, „Valentino-ს“ და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა. ნამდვილი მსოფლიო აღიარება კი მას სარეკლამო ბანერმა მოუტანა, რომელიც ნიუ-იორკში, ტაიმზ-სკვერზე იყო გამოფენილი და რომელშიც ადრიანა ლიმა რეკლამას უკეთებდა ბრენდ „ვაზარეტოს“. ![]() 2000 წელს ადრიანამ ხელი მოაწერა კონტრაქტს „Guess“-თან და ჯინსის ნაწარმის რეკლამირებას შეუდგა. ხოლო ნამდვილი სუპერპოპულარობა და მრავალმილიონიანი შემოსავალი ლიმას „Victoria's Secretთან“გაფორმებულმა ხელშეკრულებამ მოუტანა. ამ ურთიერთობის საფუძველზე, ადრიანა ლიმა პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად იქცა. ![]() 2001 წელს შედგა ადრიანას დებიუტი დიდ ეკრანზე. განთქმული ჩინელი რეჟისორის ვონგ კარ ვაის მიერ გადაღებულ მოკლემეტრაჟიან ფილმში „მძღოლი — თვალყურის დევნება“, „BMW-ს“ დაკვეთით იყო გადაღებული, ადრიანა ლიმამ, ჰოლივუდის ვარსკვლავებთან — კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. გარდა ამისა, მან მონაწილეობა მიიღო „Victoria's Secret-ის“ ცნობილ რეკლამაში, სადაც მას პარტნიორობას ლეგენდარული მუსიკოსი ბობ დილანი უწევდა. სარეკლამო რგოლში, ზურგზე მიმაგრებული ფრთებით და ქვედა საცვლებით ადრიანა ლიმა ვენეციის ქუჩებში სეირნობდა — მაშინ მსოფლიო პრესაში დაიწერა რომ, ასეთი რეკლამის დავიწყება თითქმის შეუძლებელია. ![]() კირა ნაიტლი ემილია კლარკი კაილი ჯენერი სკარლეტ იოჰანსონი ნინი ონიანის თამამი ფოტოსესია და მისი რჩევები ქალებს სალომე კაპანაძე - გოგონა პოსტ ტივიდან ნახეთ როგორი გოგოა ჩვენი ლიზა ყენია თამო ვაშალომიძე კვლავ გვთავაზობს თამამ ფოტოებს 136 1-ს მოსწონს
|