x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ჰოლივუდის 6 ვარსკვლავი, რომელმაც ქორწინებამდე ინტიმურ კავშირზე უარი თქვა
image


ცნობილები, იმიტომაც არიან ცნობილები, რომ თანამედროვეები ყოველთვის თავიანთი უჩვეულო ქცევებითა და გადაწყვეტილებებით გააოცონ. შეიძლება, ეს მათი პერსონის მიმართ ყურადღების მიქცევის კიდევ ერთი, დამატებითი საშუალებაა, თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ვარსკვლავებს შორის რეალურად ისეთებიც არიან, რომლებმაც ნებაყოფლობით ქორწინებამდე, ინტიმურ კავშირზე უარი თქვეს. გაინტერესებთ, ვინ არიან ეს უცნაური, ცნობილი ადამიანები? მაშ ასე...


ძმები ჯონასები


image


უცნობია რამ აიძულა ძმები ჯონასები მარცხენა ხელის არათითზე ვერცხლის ბეჭედი ეტარებინათ, თუმცა ფაქტია, რომ საკუთარ თაყვანისმცემლებს ქორწინებამდე თავიანთი უმანკოების "შენახვის" შესახებ ინფორმაციას სწორედ "ამ" ფორმით აწვდიდნენ, ცნობილია, რომ დისნეის არხის მუსიკოსები, ერთი პერიოდი, რელიგიური გადაცემის წევრებიც იყვნენ, რომელიც სისტემატიურად, აგიტაცია- პროპაგანას ოჯახური ტრადიციების ღირებულებებს უწევდა. თუმცა, წლებთან ერთად ბიჭები მიხვდნენ, რომ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს და თავიანთი "დაშვებული" შეცდომაც მანამ არ გამოასწორეს, სანამ თითოელმა მათგანმა ცხოვრების ერთგული თანამგზავრი არ იპოვა.


მაილი საირუსი

image


რთულია დაიჯერო, რომ ამ თავნება გოგონას თავში ოდესმე შეიძლებოდა, უმანკოებასთან დაკავშირებით რაიმე აზრი მოსვლოდა, თუმცა ფაქტია, ისიც თავისივე კოლეგების - ძმები ჯონასების მსგავსად, მარცხენა ხელზე ვერცხლის ბეჭედს არც თუ მცირე ხნით ატარებდა, რომელიც ქორწინებამდე, უბიწოების შენახვას გულისხმობდა, თუმცა ვარსკვლავის საკმაოდ ცვალებადი ხასიათის წყალობით, არც ეს ბეჭედი შერჩენია მას დიდხანს.


ჯესიკა სიმპსონი



image


ცოტა ვინმეს თუ გაუკვირდა ჯესიკას - ქორწინებამდე, უმანკოების შენახვის გადაწყვეტილება, როგორც ცნობილია მომღერალი რელიგიურ ოჯახში გაიზარდა და 12 წლის ასაკში მომავალი მეუღლის წინაშე ერთგულების პირობაც კი დადო. ვარსკვლავმა ბევრი წლის წინ, საკუთარი დაპირება ღირსეულად შეასრულა და 22 წლის ასაკში ცოლად მუსიკოსს ნიკ ლაშეს გაჰყვა, რომელიც, მისი პირველი მამაკაცი გახდა.



უიტნი ჰიუსტონი


image


იგივე რელიგიური მიზეზის გამო უიტნი ჰიუსტონმაც მსგავსი გადაწყვეტილება სრულიად შეგნებულად მიიღო, მისი ეს არჩევანი სიურპრიზი არავისთვის ყოფილა, ის ხომ საკმაოდ რელიგიურ, კერძოდ კი, ბაპტისტთა ოჯახში დაიბადა და აღიზარდა, როცა მისი მეგობრები და თანატოლი გოგონები ბიჭებს ხვდებოდნენ, ის მომღერლის კარიერას წარმატებით იწყობდა. ვარსკვლავი 26 წლის ასაკში თავისი "ცხოვრების სიყვარულს" რეპერ ბობი ბრაუნს შეხვდა, რომელმაც საბოლოოდ ის ტრაგიკულ აღსასრულმადე მიიყვანა.



ბიონსე


image


ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან, გოგონამ მიზნად მუსიკალურ სფეროში წარმატების მიღწევა და თავბრუდამხვევი კარიერა დაისახა, რომლისკენაც წლების განმავლობაში ის შეუჩერებლივ, ნაბიჯ - ნაბიჯ მიილტვოდა. მუსიკალური კარიერის აწყობის პარალელურად, 12 წლის, დამწყები მომღერალი 7 წლის განმავლობაში რომანტიკულ ურთიერთობებში იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს პლატონური სიყვარულისთვის მოთმინება სწორედ ამდენ ხანს ეყო, რის შემდეგაც მან "მიუწვდომელ" ბიონსესთან ურთიერთობა საბოლოოდ გაწყვიტა. თუმცა, როგორც დრომ აჩვენა, მომღერალს ბედნიერება მხოლოდ რეპერ ჯეიზისთან ელოდა, რომელიც დღესდღეობით, ასევე, მის პრდიუსერობასაც ითავსებს.



სელინ დიონი


image


მომავალი მომღერალი მხოლოდ 12 წლის იყო, როცა მან ცნობილი პროდიუსერის რენე ანჟელილის ყურადღება მიიპყრო. მამაკაცმა პირველივე მოსმენისას, მიზნად დაისახა ნიჭიერი გოგონა ნამდვილ ვარსკვლავად ექცია. 7 წლიანი ერთობლივი შემოქმედების შემდეგ, რენე მიხვდა, რომ სელინი მისთვის მომღერალზე მეტს ნიშნავდა. მათმა ბედნერმა ქორწინებამ 30 წელს გასტანა, შეყვარებული წყვილი მეუღლის გარდაცვალებამ დააშორა. მომღერალი ხშირად, რენე ანჟელილის არა მხოლოდ როგორც მის საყვარელ ადამიანს იხსენებს, არამედ, როგორც მის პირველ მამაკაცს, რომელსაც მან თავისი პირველი კოცნა და სიყვარული აჩუქა.





0
572
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
572