x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138418
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ცხელი ამბები მამაკაცებისთვის:გაიგეთ ხრიკები, როდის მოსწონხართ ქალს

ქალები ზოგჯერ ძალიან ბევრს ვმალავთ ჩვენს შესახებ. ხშირად ზოგიერთ მამაკაცს ჰგონია, რომ არ აქვს არანაირი შანსი, რადგან გოგონა პირდაპირ არ გამოხატავს მისდამი სიმპათიას.
მაგრამ მამაკაცებო! თქვენს გასამხიარულებლად გეტყვით, რომ ჩვენი "გამოჭერა" შესაძლებელია. არსებობს მიმიკები, ჟესტები, რომელთა დაკვირვებაც, თქვენ
ბევრ რამეზე გაგცემთ პასუხს. მოდით გავიგოთ, როგორ უნდა მოახერხოთ
სიმართლის გაგება:
1.ფეხების განლაგება
გამოწეული და გადაჯვარედინებული ფეხები უნდობლობის ნიშანია, ხოლო როცა გოგონა თავს კომფორტულად გრძნობს, ამას ის შემდეგნაირად გამოხატავს.

image

2.ქალს, რომელსაც მოსწონხართ თვალის გუგა უფართოვდება, მაშინ როცა გიყურებთ
თვალით კონტაქტი ახდენს ოქსიტოცინის გამოყოფას. ეს ჰორმონი გვეხმარება ადამიანთან დაკავშირებაში. ამიტომ, ქვეცნობიერად ჩვენ ვცდილობთ შევქმნათ თვალით კონტაქტი იმ ადამიანთან, ვინც გვაინტერესებს. როცა გოგონა თავს აბრუნებს თქვენთან შეხვედრისას და მორცხვობს -ესეიგი თქვენ, მას მოსწონხართ. არავინ ერიდება თვალით კონტაქტს მისთვის უინტერესო ადამიანთან.

image


3.ცდილობს ახლოს დაჯდეს
თუ ქალს მოსწონხართ ახლოს დაჯდება თქვენთან. შეგიძლიათ შეამოწმოთ მართლაც ასეა, თუ არა. შეიჭერით მის კომფორტის ზონაში, მიუახლოვდით ქალის სახეს დაახლოებით 50 სმ-ზე. თუ ის ამ დროს მოგშორდებათ, ეს ცუდის ნიშანია, ამიტომ დაუბრუნდით საწყის ადგილს.:)


image

4.ასწორებს წელს და წინ სწევს მკერდს

ქალი, რომელიც ამას ცდილობს, თქვენი ყურადღების მიპყრობაზეა ორიენტირებული

image

5.ცერა თითის ჩაკეცვა
ეს ჟესტი მამაკაცებშიც და ქალებშიც მიმართულია აქცენტი გაკეთებაზე, მაგალითად: სახეზე, მკერდზე, თეძოზე და ა.შ.

image

6.პოზისა და ჟესტების გამეორება(კოპირება)
თუ გოგონა იმეორებს იმას, რასაც თქვენ აკეთებთ- ეს ნიშნავს, რომ იგი ცდილობს ქვეცნობიერად თქვენს გაგებას-მხარდაჭერას.

image

7.ფეხსაცმლის ტრიალი თითებზე|
ეს დასვენებისა და მოდუნების ნიშანია, ქალი თავს კარგად გრძნობს თქვენთან.
image

8. თმებისა და ტანსაცმლის ხშირი გასწორება
ის ამ დროს ცდილობს საკუთარ თავში დარწმუნებას, თვითდაჯერებულობის მოპოვებას

image

9. ტუჩებს ეხება თუ გოგონა ეხება ტუჩებს, ეს შეიძლება ნიშნავდეს თქვენდამი ინტერესს. თუმცა, თუ ამას ყოველ ორ წუთში აკეთებს, შეიძლება საწინააღმდეგოსაც ამტკიცებდეს.

image


10.ხშირად იხედება სარკეში

თუ გოგონა ამას ხშირად აკეთებს, ის ნერვიულობს საკუთარ გარეგნობაზე იმ ადამიანის თვალწინ, ვინც მას ნამდვილად მოსწონს.

image

11. შეხედეთ, როგორ უჭირავს ხელები
მარჯვენა სურათს დააკვირდით, ეს ნიშნავს მზადყოფნას, თქვენთან ურთიერთობისთვის

image

12. თმას ეფერებას, ხელზე იხვევს

ფლირტის დროს ქალი აუცილებლად ეხება თავის თმას, იხვევს მას ხელზე
და ა. შ.
ასე, რომ იყავით ყურადღებით, არაფერი გამოგრჩეთ! :)


image







0
3190
3-ს მოსწონს
ავტორი:ნათია ჩხობაძე
ნათია ჩხობაძე
Mediator image
3190
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0