კომპიუტერული თამაშები ეს ბიჭუნა ყოველდღიურად 10 საათის განმავლობაში თამაშობდა Fortnite-ს, რათა მამისთვის ფული შეეგროვებინა 2019, 17 ივლისი, 13:06 5 ივლისს თვითერზე საინტერესო თვითი გაჩნდა, რამაც ყველას ყურადღება მიიპყრო. ბიჭუნამ, რომელიც ზემოაღნიშნულ სოციალურ ქსელში zyl-ის სახელით სარგებლობს, გადაწყვიტა თამაში Fortnite ლაივ რეჟიმში ეთამაშა, რათა მამისათვის მკურნალობის ხარჯები დაეფარა თამაშიდან შემოსული თანხით.
ბიჭის მამას 2018 წლის 14 სექტემბერს დაუდგინდა მესამე სტადიის სიმსივნე. იგი ერთ-ერთი ლაივის დროს ჩაერთო და განაცხადა, რომ მისი მდგომარება სავალალოა, რთულია, როდესაც ტვირთად აწევს ოჯახს და არ შეუძლია გადაადგილება.
ამ განაცხადის შემდეგ, ბიჭმა თავის თავზე აიღო 5000 კანადური დოლარის შეგროვების ვალდებულება, რაც მამის მედიკამენტების ხარჯის დასაფარად იყო საჭირო. 3 დღის განმავლობაში, მან თანხის 30% მოაგროვა. შემდეგი 20 საათიანი უწყვეტი თამაშის განმავლობაში 1500 კანადური დოლარის შეგროვებაც შესძლო. გეიმერი, სახელად CoL MackWood-ი პირველი იყო, რომელმაც გამოთქვა დახმარების სურვილი და ამის შემდეგ, მას უამრავი ადამიანი აჰყვა. 5000 კანადური დოლარიც მალე შეგროვდა, რის შემდეგაც ბიჭმა თვითერზე მადლობის პოსტი განათავსა. 119 2-ს მოსწონს
|