კახეთი დედოფლისწყაროში ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა 2019, 16 ივლისი, 23:59 დედოფლისწყაროში საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა. პირველი სკოლის ბაზაზე მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები სხვადასხვა აქტივობებს ყოველდღიურად მართავენ. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ნუგზარ პაპიაშვილი და მერის მოადგილე მალხაზ მერაბიშვილი ახალგაზრდულ ბანაკში სპორტულ შეჯიბრს დაესწრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, საზაფხულო ბანაკი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრ “იბერიასთან“ არსებული უფროსკლასელთა ლიგის ინიციატივით შეიქმნა და ის 5 დღეს გასტანს. ამ დროის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობას საშუალება ექნება ჩაერთოს შემეცნებით-გასართობ და სპორტულ აქტივობებში. პროექტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მხარდაჭერით ხორციელდება. გასულ წლებში ამგვარი ბანაკები სხვადასხვა ფონდების დაფინანსებითაც მოქმედებდა. 43 შეფასება არ არის
|