სხვა ლალო. მისტიკა 2019, 16 ივლისი, 22:50 ერთ–ერთ სოფელთან ახლოს ტყეში განმარტოებით ცხოვობდა შუახნის ქალბატონი სახელად ლია, რომელსაც ჰყავდა გოგონა სახელად ლალო. ლალო 6 წლის იყო როდესაც ქალბატონმა ლიამ ბავშვთა თავშესაფრიდან წამოიყვანა, ანუ ის იშვილა და საკუთარი შვილივით უვლიდა. ლალო ძალიან ლამაზი ჭკვიანი და საყვარელი გოგონა გაიზარდა. მისი თმები ნარინჯისფერი სწორდი და გრძელი იყო. სოფელში მცხოვრებ ხალხს ძალიან უყვარდათ და როდესაც ლალო სოფელში ჩადიოდა ბავშვებთან სათამაშოდ, საღამოს ხელში უამრავი ხილითა და ნუგბარით ბრუნდებოდა სახლში. უფრო მეტ დროს ტყეში ატარებდა, უყვარდა ტყის ცხოველებთან თამაში და ჩიტებთან ერთად ხეზე შემოსკუპება. დაუჯერებელია მაგრამ ლალომ ისწავლა ცხოველების და ჩიტების ენა. მოხდა ისეც რომ როდესაც ლალო სახლში იყო ცხოველს ან ფრინველს მოუკითხია მის ფეხებთან დაჯდებოდა უამბობდა რა რომელიმე ცხოველის ან ფრინველის გასაჭირში ჩავარდნილი მეგობრის ამბავს და რამოდენიმე წამიანი საუბრის შემდეგ ლალო თავქუდმოგლეჯილი გავარდებოდა გარეთ რადგან გაჭირვებაში მყოფ ცხოველს ან ფრინველს დახმარებოდა ტყეში. ბევრჯერ უპოვია მონადირის მიერ დაჭრილი და ხაფანგში გამბმული ცხოველი რომელსაც კარგად მკურნალობდა და ისევ ტყეში უშვებდა. ლალო პოულობდა ტყეში დაგებულ ხაფანგებს და ტეხავდა, რის გამოც ბევრჯერ ჰქონიათ უთანხმოება ლალოსთან მონადირეებს, მაგრამ ლალოს მონდომებას და ცხოველების კბილებით დაცვას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ბოლოს როგორც იქნა მონადირეებს ლალოს მიმართ გული მოულბათ და პირობა მისცეს რომ ამ ტყეში აღარასოდეს ინადირებდნენ. მას უყვარდა ბუნება და მცენარეების მოვლაც, მისი ეზო ავსებული იყო ეგზოტიკური ხეხილითა და ყვავილებით, ეზოში შესვლა უდიდეს სიამოვნებას გაგრძნობინებდა როდესაც ეზოში პირველ ნაბიჯს შეადგამდი იმ წუთიდან მხნედ და კარგ გუნებაზე დადგებოდი. გავიდა დრო ლალო გაიზარდა და საზღვარგარეთ წავიდა სასწავლებლად სამი წლით, რამაც გამოიწვია ტყეში უცნაური სიჩუმე, ცხოველები აღარსად ჩანდნენ არც ჩიტები თითქოს ტყემ უსასრულო ძილს მისცა თავი. როგორც კი ლალომ სწავლა დაამთავრა და ჩამოვიდა სოფელში ტყის პირას უამრავმა ცხოველმა და ფრინველმა მოიყარა თავი რათა ლალოს ჩამოსვლა იგრძნეს და მიეგებენ მას. საოცარი სანახავი იყო, ცხოველებისგან და ფრინველებისგან გამოცემული სასიხარულო ჟრიამულის ხმები მთელს ტყეში ისმოდა, ლალოს ირგვლის დახტოდნენ და მის თავზე დაფრინავდნენ ფრინველები. ლალოც მათ ენაზე ხან ჭიკჭიკებდა ხან წრიპინებდა. ტყემ გაიღვიძა. გაგრძელება იქნება. 25 6-ს მოსწონს |
ბრაკონიერების საწინააღმდეგო ჯგუფი გვაქვს შEქმნილი მთელი საქართველოდანაა ხალხი ჩართული.