ქალი და მამაკაცი მამაკაცის წერილი ქალის შესახებ 2019, 16 ივლისი, 12:37 მამაკაცის წერილი ქალის შესახებ*მათ სძინავთ ჩვენს მაისურებში და გამოიყურებიან ძალიან სასაცილოდ. *მათ უყვართ, როდესაც კოცნიან ზედმეტი სიტყვების გარეშე. *ისინი ემზადებიან ორი საათი და შემდეგ ამბობენ: “ხომ ხედავ დღეს რა სწრაფად მოვემზადე”. *მათ იციან ბრძოლა, მაგრამ ყოველთვის გრძნობენ თავს უსაფრთხოდ ჩვენს გვერდით. *ისინი გვეკითხებიან, თუ რა ფერად შეიღებონ ფრჩხილები. *მათ უყვართ, როდესაც თმებზე უსმევთ ხელს. *ისინი კმაყოფილი სახით დაგვათრევენ მაღაზიებში, მშვენივრად იციან, თუ რა ტანჯვაა ეს ჩვენთვის. *მათ უყვართ, როდესაც ხელში აგვყავს, თუმცა ყოველთვის ამბობენ: “დამსვი, მძიმე ვარ”. *ისინი ყვირიან და აღიზიანებთ, თუ ჩუმად ვართ ამ დროს, პატარა, წვრილი სკანდალისტკები. *უყვართ, როდესაც ვყიდულობთ მათთვის თეთრეულს. *მათ ახსოვთ, თუ როდის იქნება ჩვენი შეხვედრის 147 დღე. *მათ ყოველთვის უნდათ, რომ ჩხუბის შემდეგ 5 წუთში დავბრუნდეთ და არასდროს აღიარებენ ამას. *ისინი გამუდმებით იქექებიან ჩვენს ტელეფონებში და ეჭვიანად გვეკითხებიან: “ეს ვინ არის?”. *ისინი ყოველთვის ელოდებიან ჩვენს SMS ღამით. *მათ უყვართ, როდესაც ვუმზადებთ რამეს სამზარეულოში. *ისინი ყოველთვის ელოდებიან დახმარებას ჩვენგან. *ისინი დადიან კლუბებში მეგობარ ქალებთან ერთად, რათა ვინერვიულოთ და ვურეკოთ ყოველ 5 წუთში. *მათ უყვართ ყავა ლოგინში და შხაპი ერთად. *ისინი სასიკვდილო ცოდვად თვლიან, რომ კრინტი დაგვცდება მათ წონაზე. *ისინი გვეჭიდებიან და თვალებს ხუჭავენ საშინელებათა ფილმების ყურებისას. *ისინი რთავენ ხმამაღლა მუსიკას, დარბიან ბინაში მაისურსა და ტრუსებში, აქნევენ თმებს, დახტიან და მღერიან, როდესაც ვერავინ ვერ ხედვას. *ისინი ხანდახან არ იღებენ ტელეფონს და შემდეგ ამბობენ, რომ ეძინათ ან არ ესმოდათ. *მათ არ შეუძლიათ ცხოვრება თმის უთოს და ფენის გარეშე. *მათ იციან, რომ მათ გარეშე არ შეგვიძლია. ...ისინი არიან ისინი. მადლობა მათ... 178 შეფასება არ არის
|