x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
შავგვრემანი ლამაზმანი კვლავ მარტოა: 54 წლის მონიკა ბელუჩიმ მეგობარი მამაკაცი მიატოვა
image


ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ მონიკა ბელუჩის თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ ლამაზმანისა და ახალგაზრდა, 36 წლის მხატვარ - გალერისტის ნიკოლა ლეფევრის თავბრუდამხვევ რომანს, საყვარელი მსახიობის გამო, ერთგული "ფანები" ბედნიერიც კი იყვნენ, ვინაიდან ყოფილ ქმართან ვენსან კასელთან დაშორების შემდეგ, პირველად, ასეთი ბედნიერი "მალენა" დიდი ხნის განმავლობაში არავის უნახავს.


image


მონიკასა და ნიკოლას რომანმა საკმაოდ მცირე ხანს გასტანა, საბოლოოდ კი ყველაფერი დაშორებით დასრულდა, ვარსკვლავმა მხატვართან ურთიერთობის გაწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღო. "ჩვენ ერთმანეთს ძალიან შევეფერებოდით, მან მე ბევრი რამ მასწავლა, მაგრამ ახლა ჩვენი ფრენა სხვა სიმაღლეზე გრძელდება. თუმცა ჩვენ მეგობრებად დავრჩით და ეს მთელი ცხოვრება ასე იქნება, "- განაცხადა მსახიობმა ბოლო პერიოდში მიცემულ ერთ- ერთ ინტერვიუში. თუმცა, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, შეყვარებულები ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდნენ. წყვილი ვენეციის კინოფესტივალს ერთად სტუმრობდა და არც საკუთარი გრძნობების ღიად დემონსტრირებას ერიდებოდა.


image


აღსანიშნავია, რომ მსახიობისა და მხატვრის რომანის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა, თუმცა წყვილმა შეხვედრები გაცილებით უფრო ადრე დაიწყო. პირველად, შეყვარებულები ერთად მაისის ბოლოს, მადრიდში, გალა- შეხვერაზე გამოჩნდნენ. როგორც ცოტა ხნით ადრე მონიკა ერთ- ერთ ინტერვიუში აცხადებდა, ორივე მათგანი მოგზაურობას აღმერთებდა და სწორედ ამის გამო, ისინი ერთმანეთს ასე ძალიან დაუახლოვდნენ.


image


"მე მარტო არ ვარ და უკვე დიდი ხანია მყავს მეგობარი მამაკაცი. ჩვენ ყველაფერი იდეალურად გვაქვს. ის კინოსგან შორს არის, თუმცა, მსოფლიოს გარშემო საკმაოდ ბევრს მოგზაურობს. ამიტომ, მას ჩემი შესანიშნავად ესმის და ჩემი ცხოვრების წესს თავიდან ბოლომდე იზიარებს. შემიძლია თავისუფლად ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ"- აცხადებდა მსახიობი ნიკოლა ლეფევრისთან ურთიერთობის დაწყებისას.



image




0
535
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
535