მოვლენები კაილი ჯენერი სრულიად გაშიშვლდა, თავისი ახალი ხაზის - Kylie Skin-ის დასარეკლამებლად 2019, 15 ივლისი, 13:09 21 წლის მილიარდელი ვარსკვლავი, კაილი ჯენერი ტერქსისა და კაიკოსის კუნძულებზე, თავის მდიდარ მეგობრებთან ერთად, აღნიშნავს ახალი თავის მოვლის საშუალებების ხაზის - Kylie Skin-ის წარმატებით გაყიდვას.
აღსანიშნავია, რომ ბრენდის პროდუქცია მაისში გამოვიდა და კვირას, მარაგი სრულიად ამოიწურა.
![]() ![]() გოგონები კუნძულებზე პირადი თვითმფრინავით გაემგზავრნენ, სურათებში აგრეთვე ჩანს, რომ კაილის სკოტ ტრევისთან, კვლავ კარგი ურთიერთობა აქვს. მოგზაურობაში კაილის საკუთარი შვილი, სტორმიც ახლდა. ![]() ![]() კაილიმ კვირას ინსტაგრამზე განათავსა საკუთარი ფოტო, სადაც ის სრულიად შიშველია. ფეხებგადაჯვარედინებული ზის შადრევანის წინ, პალმის ხეებით გარშემორტყმულ ეზოში, სახე დაფარული აქვს უზარმაზარი შლიაპით, ცალი ხელით კი მკერდს იფარავს. ![]() 1333 1-ს მოსწონს
|