x
image
ბუბუ007
100 წლოვანი ბრიტანელი ადამიანები
უფრო ბევრი და ბევრი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც 1 საუკინის (100 წლის) არიან.ბრიტანეთში დღესდღეობით ასეთს 4400 ადამიანს ითვლიან, ეს მაჩვენებელი 10-ჯერ მეტია ვიდრე ეს იყო 40 წლის წინ. ერთ-ერთ ინგლისელი ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი გრიმლი ევანსი დარწმუნებულია, რომ მათი თაობა უფრო ბევრს იცოცხლებენ, 115 წელს და უფრო ბევრს.

მოგითხრობთ სამი ადამიანის ისტორიას, რომლებიც ცხოვრობენ დიდ ბრიტანეთში და არიან 100 წლის.

ჯუს ბევსი------ 100 წლისაა, რომელიც დაიბადა პორთსმუტში image
ინგლისის სამხრეთ სანაპიროზე, სადაც დღესაც ცხოვრობს.ის იყო მკერავი, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა და მან მხოლოდ გათხოვებისთვის მოიცალა როდესაც იყო 65 წლის.მისი ქმარი გარდაიცვალა გათხოვებიდან მეათე კვირის თავზე და ამის შემდეგ დაიწყო სიგარეტის მოწევა.ჯუსის ყველაზე მძიმე ავადმყოფობა ქონდა როცა ის იყო 20 წლის ის პნევმონიით დაავადდა.ის ცხოვრობდა ავსტრალიასა და ამერიკაში.ავსტრალიაში ცხოვრობდა ქმრის გარდაცვალებამდე, ხოლო ამერიკიდან წამოვიდა როცა ის იყო 75 წლის.ის მხოლოდ დაბრუნდა ესპანეთში თავის დისშვილთან, რომელიც 75 წლისაა.ჯუსი ამბობს:“ვერ ვიტყვი დარწმუნებით თუ რატომ ვცოცხლობ ასე ხანგრძლივად, უბრალოდ ბევრ ხილს მივირთმევ.ჩემი პატარა ძმა მხლოდ 90 წლის ასაკში გარდაიცვალა".

ტომი ჰარისონ-----100 წლისაა, ის არის ინჟინერი.მისი ცოლი მაუდი imageგარდაიცვალა 14 წლის წინ.მათ შვილები არ ჰყოლიათ და ეხლა ცხოვრობს მარტო ბრისტონში.ტომი მისი მთელი ცხოვრება ეწეოდა სიგარეტს, მხოლოდ თავი დაანება 40 წლის წინ.ის მხოლოდ ერთხელ გახდა ავად თავის ცხოვრებაში, როცა ის იყო პირველ მსოფლიო ომში სადაც დაავადდა ციებ-ცხელებით.ის ყოველდღე მიდის თავის პირად ექიმთან და მცირე კურს იტარებს.ექიმი ამბობს:ისე ჯამრთელად გამოიყურება რო მანქანის ტარებაც კი შეუძლია.ყოველ დღე საუზმეზე მიირთმევს-ბეკონს, კვერცხს, ნამცხვარს და მარმალატს.ის მხოლოდ ერთხელ არის საზღვარგარეთ ნამყოფი ისიც პირველი მსოფლიო ომის დროს საფრანგეთში.ტომი ამბობს:“მე დღემდე შემიძლია ვიარო ცეკვაზე და ცურვაზე, მაგრამ მე არ მინდა ცხოვრება სამუდამოდ.ჩემი მამა გარდაიცვალა, როდესაც ის იყო 99 წლის".


ელის პეტერსონ-სმიტი-----დაიბადა 100 წლის წინ ედინბურგში.ის image
ეხლა ცხოვრობს ნორფოლკში. ის იყო მედდა პირველ მსოფლიო ომში.როცა დაბრუნდა დაიწყო მუშაობა სკოლაში მდივნად.ის გათხოვდა 25 წლის ასაკში და ჰყავს სამი შვილი, ექვსი შვილიშვილი და 11შვილთაშვილი.ის ეწეოდა თავისი მთელი ახალგაზრდობა მან მხოლოდ თავი დაანება მოწევას 68 წლის ასაკში.90-იან წლეებში მისმა მილიონერმა უფროს ვაჟმა საკუთარი თვითფრინავით მცირე ექსკურსია მოუწყო ტოკიოში, ლოს ანჯელესში და მაიამში.ელისი ამბობს:“მე მიყვარს ცხოვრება.მე ვთამაშობ კვირაში ერთხელ გოლფს და დავდივარ ლათინურ-ამერიკულ ცეკვაზე.მე მივირთმევ ბევრ ხილს და ბოსტნეულს.ჩვენ ვართ დღეგრძელი ოჯახი-ჩემი დედა იყო 95 წლის როდესაც გარდაიცვალა"























3
70
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ბუბუ007
ბუბუ007
70
  
2012, 11 სექტემბერი, 12:57
+1
2012, 26 ივლისი, 13:39
იცხოვრეთ 100 წელი ყველამ :)
0 1 3