x
,,ასეთი ხუმრობის გამო, ქალს 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება"! - 10 შემთხვევა, რომელმაც საზოგადოება ძალიან შეურაცხყო
სტატიაში წარმოგიდგენთ საზოგადოებაში უდიდესი სითავხედისა და უპატივცემულობის გამოვლენის 10 შემთხვევას. ეს შემთხვევები, ხშირად გვხვდებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში და მათ, უმეტესწილად რეაგირების გარეშე ვტოვებთ, რათა კონფლიქტი თავიდან ავირიდოთ, თუმცა უფრო სწორი იქნებოდა, მიგვეთითებინა საზოგადოებისათვის შეუფერებელი ქცევის გამახორციელებელი პირისთვის, რომ მისი ქმედება, ძალიან შეურაცხმყოფელია.

image

ეს ის ქალბატონია, რომელმაც გადაწყვიტა ბოროტად ეხუმრა, მაღაზიებში განთავსებული ნაყინების ალოკვით და შემდეგ უკან, გასაყიდად დახლზე დაბრუნებით. ასეთი ქცევის გამო, მას 2-იდან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ ტექსასის პოლიციამ, სადაც ამ შემთხვევებს ჰქონდა ადგილი, პიროვნება უკვე ამოიცნო და მიმდინარეობს ძიება.


image
ალბათ ყველას გვინახავს ადამიანები, რომლებიც თავიანთი უხერხული ჯდომის მანერის გამო, არ გვაძლევენ თავისუფალი ადგილის დაკავების საშუალებას.



image

ეს კი ალბათ ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა! წარმოგიდგენთ ადამიანს, რომელსაც არ აინტერესებს, რომ მანქანის გაჩერება, შესაძლოა სხვასაც სურდეს!

image

რიგში დგომის მსგავსი სტილი, კი თურმე საშუალებას მოგცემთ ურიგოდ გახვიდეთ!

image

ამ ძალიან შეუგნებელმა პიროვნებამ კი გააჩერა სასწრაფო დახმარების ვერტმფრენთან ასასვლელ ბილიკზე. მიუხედავად იმისა, რომ ვერტმფრენის ქვეშ, ასფალტზე გამოსახული ნიშანი გასაგებად იძლევა იმის საშუალებას, რომ მივხვდეთ, ბილიკს სადამდე მივყავართ, ამ ადამიანს მაინც არ ეყო ზრდილობა.

image

დაუჯერებელია, თუმცა მსგავსი სითავხედის მაგალითებიც ყოფილა! ქალბატონი ბავშვს რესტორნის მაგიდაზე უცვლის საფენს.

image


ამ ქალბატონმა კი გადაწყვიტა უფრო ახალი ვადით გამოშვებული პურის შეფუთვა დახლის შიგნით მოეძებნა, იმისათვის, რომ მუხლები არ დაესვარა, სხვა პურები დაიფინა.


image


საზოგადოებრივ ადგილებში ნაგვის ძირს დაყრა, ერთ-ერთი ყველაზე გამაღიზიანებელი შემთხვევაა და ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა: ნუთუ სახლშიც ასე იქცევა?!


image


დაუბანელი ადამიანები, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის უპირველესი პრობლემაა, თუმცა ამ ადამიანის სითავხედეს, მართლაც საზღვარი არ აქვს.


image


მართალია ბავშვებს საზოგადოებაში სწორად მოქცევის კუთხით ზრდასრულებზე ბევრად ნაკლები მოეთხოვებათ, თუმცა რა მაგალითი შეიძლება მივცეთ მათ, თუკი არ მოვუწოდებთ, რომ რესტორნებში მულტფილმს ბოლო ხმაზე არ უყურონ?!



1
225
1-ს მოსწონს
ავტორი:თამთა არჩვაძე
თამთა არჩვაძე
225
  
2019, 14 ივლისი, 23:11
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1