სალათები ლურჯი შემწვარი ბადრიჯნის სეზონი გაჩაღდა 2019, 13 ივლისი, 23:34 სტატიაში გაგაცნობთ ძალიანი გემრიელი და სასიამოვნო კერძის მოზადების წესს, რომელშიც არც ერთი გრამი ხორცი არაა და ზუსტად ზაფხულის სეზონს შეეფერება.ბადრიჯნის სალათის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტებია: საშუალო ზომის ლურჯი ბადრიჯანი - სამი ცალი;დიდი წითელი ტკბილი წიწაკა ბულგარული - 2 ცალი; საშუალო ზომის პომიდორი - 5, 6 ცალი; ნიორი - ერთი ცალი ( სასურველია ჩინური ნიორი ); ოხრახუში - ბლომად; ქინძი - 100 გრამი; რეჰანი - მცირე რაოდენობის; სამზარეულოს ზეთი; ძმარი ღვინის; სვანური მარილი სანელებლებით. გურმანმა ადამიანებმა ზაფხულის სეზონზე ბადრიჯნის სალათზე უფრო გემრიელი რა უნდა დააგემოვნონ? ეს უგემრიელესი და ამასთანავე სასარგებლო ბოსტნეული ზაფხულის შესაფერის განწყობას გიქმნის ადამიანს.როგორ მოვამზადოთ ეს უგემრიელესი კერძი? საჭიროა გულდასმით გავასუფთავოთ ბადრიჯანი და გავთალოთ, გავჭრათ ოთხ ნაწილად, სასურველია თუ მოვწალავთ მარილწყალში და დავიწყოთ შეწვა ცხელ ზეთიან ტაფაზე. ასევე გავასუფთავოთ წითელი ტკბილი წიწაკა ბულგარული და მრგვალ ფორმებად დავჭრათ. ბულგარულსაც შევწვავთ ზეთიან ტაფაზე და ვაწყობთ თავზე უკვე გამზადებულ ბადრიჯანს.ასევე პომიდორი უნდა დავჭრათ პატარა ნაჭრებად, რომელსაც მოვშუშავთ ტაფაზე ზეთთან და ხახვთან ერთად.ყველაფერს ვურევთ ერთმანეთში და ვამატებთ წვრილად დაჭრილ ნიორს ( სხვა შემთხვევაში სასურველია ნიორის ზეთში მოვხრაკოთ). წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ქინძი ასევ წვრილად დაჭრილი და ბაზილიკა.ბოლოს ვამატებთ გემოვნებით მარილს და ორი - სამი სუფრის კოვზ ღვინის ძმარს.თქვენ ასევე შეგიძლიათ დაამატოთ სალათის ფოთლები. სხვათა შორის ზოგიერთი მწვანილი როგორიცაა ქინძი ყველას არ უყვარს.აი ასეთ უბრალო და გემრიელ სალათს მივიღებთ არც თუ მძიმე შრომით! როგორც ამბობენ, სალათის სეზონის პიკი არის ბადრიჯანი, ასე რომ კერძი მზადაა და გემრიელად მიირთვით! 111 3-ს მოსწონს
|