სხვა შავი ქიშმიშის 6 საოცარი თვისება. განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისაც მაღალი წნევა აწუხებს 2019, 16 ივლისი, 9:40 თუ შავ ქიშმიშს მხოლოდ ცხობის პროცესში იყენებდით აქამდე, დროა უკეთ გაეცნოთ მის საოცარ თვისებებს და ჩართოთ ის თქვენს რაციონში. მერწმუნეთ, ეს ნამდვილად სწორი არჩევანი იქნება! შავი ქიშმიში ორგანიზმისთვის ე.წ. მკვებავი ელექტროსადგურია, რომელიც ეხმარება ჯანმრთელობის გაძლიერებას. გაიგეთ უფრო მეტი მისი სარგებელის შესახებ და ის, თუ როგორ დაუმატოთ ეს არაჩვეულებრივი პროდუქტი თქვენს საკვებს. რა არის შავი ქიშმიში?ეს არის პოპულარული ნაირსახეობა ყურძნის ჩირის. მისი სამეცნიერო სახელია Vitis vinifera; ხარობს ხმელთაშუა ზღვისპირა რეგიონში, ცენტრალურ ევროპასა და სამხრეთ-დასავლეთ აზიაში. ამ სახეობის ქიშმიში ზოგადად არ შეიცავს წიპწებს და არის ტკბილი. სწორედ მისი ბუნებრივი სიტკბოს გამო აქტიურად იყენებენ საკონდიტრო პროდუქტის წარმოაებაში, როგორიცაა: ნამცხვრები, ორცხობილები, ღვეზელები. შავი ქიშმიში ასევე გამოიყენება ტრადიციული სამედიცინო პრეპარატების დამზადებისას, რითიც მკურნალობენ ხველას და სასუნთქი გზების ანთებას. შავი ქიშმიშის კვებითი ღირებულებებიUSDA National Nutrient Database-ის თანახმად, შავი ქიშმიში ბუნებრივი შაქრის, ბოჭკოვანას და ნახშირწყლების მდიდარი წყაროა. ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით პროტეინებს. რაც შეეხება მინერალებს, მის შემადგენლობაში შედის კალიუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, კალციუმი, რკინა და ნატრიუმი. არის ფოლის მჟავას (ვიტამინი B9) და C ვიტამინის წყარო. ახლა კი გავიგოთ უფრო მეტი მის კვებით ღირებულებებზე, ის თუ როგორ შეუძლია ამ საოცარ პროდუქტს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება. შავი ქიშმიშის სასარგებლო თვისებებიშავი ქიშმიში ხელს უშლის კარიესის და ღრძილების დაავადების განვითარებას, ზრდის შემეცნებით უნარს, აჯანსაღებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, არეგულირებს არტერიულ წნევას და ქოლესტერინის დონეს სისხლში. იცავს ორგანიზმს კარდიოვასკულარული დაავადებებისგანთუ რეგულარულად მიირთმევთ შავ ქიშმიშა, ამით დიდ დახმარებას გაუწევთ თქვენს ორგანიზმს. რამდენადაც ეს პროდუქტი დიეტური ბოჭკოვანას და პოლიფენოლების მნიშვნელოვანი საბადოა, რომელიც დაიცავს თქვენი გულის ჯანმრთელობას.
სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომი, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Lipid in Health and Disease, გთავაზობთ დაუმატოთ შავი ქიშმიში თქვენს რაციონს, რამდენადაც ექსპერიმენტებით დადასტურდა, რომ ის მნიშვნელოვნად ამცირებს ცუდი ქოლესტერინის დონეს სისხლში, ისევე როგორც ეხმარება არტერიული წნევის მოწესრიგებაში. ინდოეთსა და მეზობელ ქვეყნებში შავ ქიშმიშს წყალში ალბობენ მთელი ღამის განმავლობაში და დილით უზმოზე იღებენ, ეს საუკუნეების მანძილზე გამოცდილი საშუალებაა მაღალი წნევის სამკურნალოდ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პრაქტიკა წლების მანძილზე უკვე გამოცდილია, ფორმალურ კვლევებს ამის თაობაზე კვლავ ელიან. აუმჯობესებს პირის ღრუს ჯანმრთელობის მდგომარეობასშავი ქიშმიშის ჩართვა რაციონში საუკეთესო საშუალებაა კბილებისა და ღრძილების ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. კვლევების თანახმად, რომელიც ილინოისის უნივერსიტეტში (ჩიკაგო) ჩატარდა, შავი ქიშმიში შეიცავს ანტიმიკრობულ ნაერთებს, როგორიცაა ოლეანოლისა და ლინოლემიურ მჟავას. რომელიც ებრძვის პირის ღრუს პათოგენებს და გიცავთ კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარებისგან. ხელს უშლის დიაბეტის განვითარებასშავი ქიშმიში დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე საკვებია, რაც იმას ნიშნავს რომ მასში წარმოდგენილი კარბოჰიდრატები (ნახშირწყლების მეც. სახელწოდება) არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას გლუკოზის დონეზე სისხლში. ასევე, მრავალმა კვლევამ დაამტკიცა რომ შავი ქიშმიში ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის რეგულირებას. 2015 წელს ჩატარებული კვლევამ, რომელშიც 2 ტიპის დიაბეტით დაავადებულები იღებდნენ მონაწილეობას, დაამტკიცა რომ შავი ქიშმიშის რეგულარულმა მოხმარებამ, მაგ. წახემსებისას, მათ სისხლში დაარეგულირა გლუკოზის დონე. აუმჯობესებს მეხსიერებასუმნიშვნელოვანესია მკვებავი ნივთიერებებით მდიდარი ხილისა და ბოსტნეულის ჩართვა თქვენს რაციონში, რადგან ეს გეხმარებათ სიბერესთან დაკავშირებული დაავადებების განვითარებასთან ბრძოლაში.
ასევე, ჩატარდა ექსპერიმენტები ასაკოვან ვირთხებზე სამეცნიერო კვლევით ცენტრებში ირანში, ავსტრალიასა და კანადაში, რათა განესაზღვრათ შავი ქიშმიშის მოხმარების გავლენა ტვინის ქსოვილებზე. შედგებმა აჩვენა რომ ამ საოცარ პროდუქტს გააჩნია ბრწყინვალე ანტიოქსიდანტური თვისებები, რომელიც ეხმარება როგორც შემეცნების, ისე მეხსიერების გაუმჯობესებას. აქვს სიმსივნის განვითარების საწინააღმდეგო ეფექტი2013 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში Food & Function დამტკიცდა რომ შავი ქიშმიში ებრძვის მსხვილ ნაწლავში სიმსივნური უჯრედების განვითარებას, რაც ფენოლის ნაერთების დამსახურებაა, რომელსაც ეს პროდუქტი უხვად შეიცავს. ამასთან, მას გააჩნია ანტიოქსიდანტური, ანთებისსაწინააღმდეგო თვისებები, არის ანტი-პროლიფერატი, რაც იცავს თქვენს ორგანიზმს სიმსივნის განვითარებისგან.
აგვარებს საჭმლის მომნელებელ სისტემასთან დაკავშირებულ პრობლემებსროდესაც საქმე საჭმლის მომნელებელი სისტემის მოწესრიგებას ეხება, შავი ქიშმიში ის საკვებია, რისი იმედიც შეგიძლიათ გქონდეთ. იმის გამო, რომ უხვად შეიცავს ბოჭკოვანას, რისკი რომ ყაბზობა (შეკრულობა) შეგაწუხებთ, ძალიან დაბალია. როგორ მივირთვათ შავი ქიშმიში
ასევე დაგაინტერესებთ: სელის ზეთი – კურნავს ბევრ დაავადებას! რატომ, როგორ და ვინ უნდა მიიღოს? მცენარე საოცარი თვისებებით, რომელიც უამრავ დაავადებას კურნავს ლუდის 12 სასარგებლო თვისება, რომლის შესახებ უნდა იცოდეთ! მინერალები, რომელიც აძლიერებს ჩვენს ჯანმრთელობას და იმუნიტეტს. რომელი საკვები უნდა მივიღოთ ამისთვის? რატომ უნდა მიირთვათ ბროწეული კურკასთან ერთად. ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს! რა სამკურნალო თვისებები გააჩნია დაფნის ფოთლის ზეთს 10 მიზეზი, თუ რატომ უნდა ვიქონიოთ სახლში ჩაის ხის ზეთი 1234 9-ს მოსწონს
|