შოუბიზნესი ვარსკვლავები, რომლებსაც სამოსმა ყველაზე მოულოდნელ მომენტში "უღალატა" 2019, 11 ივლისი, 18:21 ალბათ, დამეთანხმებით რომ ყველა ქალბატონის სურვილია, რაც შეიძლება ორიგინალური და ყველასგან გამორჩეული ჩაცმის სტილი ჰქონდეს, ამიტომ, ხშირად მთელ ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ და საკუთარი, თამამი ფანტაზიის წყალობით, ვცდილობთ საერთო მასიდან "რამენაირად" გამოვირჩეოდეთ, ამაში კი სწორედ ის, ეპატაჟური ჩაცმის სტილი გვეხმარება რომელიც შეუმჩნეველი არავისთვის რჩება. თუმცა, სურვილი რეალობას ყოველთვის არ ემთხვევა და მსგავსი "ექსპრიმენტები" ხშირად, ბანალური მარცხით სრულდება. სწორედ, ასეთივე მარცხის "მსხვერპლი" არაერთი, ცნობილი ქალბატონიც აღმოჩნდა, რომელთა სურვილიც, მხოლოდ და მხოლოდ, საკუთარი ჩაცმულობით ადამიანებზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო. მოდით, ერთად ვნახოთ ის "სელებრითები", რომლებმაც სამოსის შერჩევიასას, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალი სათანადოდ ვერ შეაფასეს და შესაბამისად, სავალალო შედეგიც მიიღეს.მომღერალმა ქარდი ბიმ საკუთარი პარამეტრები ვერ გათვალა და ცეკვისას აი "ასეთი" მოუდლოდნელი მარცხი განიცადა.იგივე "კონფუზი" ასევე, ამერიკელ მსახიობს - ემბერ ჰერდისაც შეემთხვევა, როდესაც გოგონა საკმაოდ თამამი, აბრეშუმის ღია ვარდისფერი კაბით ქუჩაში პაპარაცებმა დააფიქსირეს, თუმცა აქაც, რაღაც სათანადოდ ვერ წავიდა...
აი, რაც შეეხება, ჰერცოგინია მეგან მარკლს, ის ნამდვილად ვერ წარმოიდგენდა, რომ მისი ქვედაბოლოს ნაჭერი სინათლეში, ასეთი გამჭირვალე იქნებოდა.
ენ ჰეთევეი თამაშით იმდენად გაერთო, რომ თავსდამტყდარი "მოაღალატე" ქარი ვერც კი შეამჩნია1399 შეფასება არ არის |