შოუბიზნესი ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი ისევ ერთად არიან? 2019, 11 ივლისი, 13:35 როგორც ჩანს, ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი კვლავ ერთად არიან!
ჭორები წყვილის კვლავ ერთად ყოფნაზე, 2019 წლის დასაწყისიდან გავრცელდა და ჯენიფერის 50 წლის იუბილეზე უფრო გამყარდა, როდესაც ბრედ პიტმა მას 48 მილიონი $-ის ღირებულების საჩუქარი გაუკეთა. მოგვიანებით კი, ივნისში, წყვილმა ერთობლივი დასვენება მოიწყო იტალიაში. "რომაულ არდადეგებს" და ფაქტს, რომ წყვილის კავშირი კვლავ მომხდარიყო, ხელი შეუწყეს მათმა მეგობრებმა - ჯორჯ და ამალ კლუნებმა. ასევე ჭორების თანახმად, არდადეგებიდან რამდენიმე დღეში, ორივე ძალიან ბედნიერად გამოიყურებოდა, თითქოს უფრო გაახალგაზრდავდნენ. შეგახსენებთ, რომ წყვილის ისტორია 1998 წელს დაიწყო. ბრედის თქმით, ეს იყო სიყვარული პირველი დანახვისთანავე და რომანი მალევე, 2000 წელს ქორწილით დაგვირგვინდა. თუმცა, ბედნიერი ქორწინება 5 წლის შემდეგ განქორწინებით დასრულდა. მათი დაშორების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ანჯელინა ჯოლია, რომელთანაც რომანი ბრედმა ფილმი "ბატონი და ქალბატონი სმიტები"-ის გადაღებების დროს დაიწყო. ჯენიფერმა ვერ აიტანა ბრედის ღალატი, მისთვის მძიმე გადასატანი გახდა ის ფაქტი, რომ ანჯელინა მისი ქმრისგან ბავშვს ელოდებოდა, ამიტომ პირველმა შეიტანა სარჩელი განქორწინების შესახებ. ბრედ პიტის ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების შემდეგ ჟურნალისტებს არაერთხელ უვარაუდიათ ბრედის ჯენიფერთან კვლავ კავშირის შესახებ. თავდაპირველად ეს მხოლოდ ჭორის დონეზე იყო, თუმცა ახლა როგორც ჩანს, წყვილი ტკბება მეორე თაფლობის თვით. გულშემატკივრებიც კმაყოფილები არიან ახალი ამბით და უსურვებენ მსახიობებს ბედნიერ ცხოვრებას. 281 13-ს მოსწონს
|