ქალი და მამაკაცი სამი მნიშვნელოვანი ფრაზა, რომელიც თქვენმა მამაკაცმა ყოველდღე უნდა მოისმინოს. ეს მნიშვნელოვანია 2019, 11 ივლისი, 8:04 როდესაც ადამიანთან ურთიერთობას იწყებ, სანამ ცოლად გაჰყვები, ცდილობ, რაც შეიძლება კარგად გაიცნო. სამწუხაროდ, დღეს ყოველი მეოთხე ქორწინება განქორწინებით სრულდება. თუ თქვენ უკვე გადატანილი გაქვთ განქორწინება, სავარაუდოდ, თქვენც გამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ისეთი იდეალური ქალი, როგორიც თქვენ ხართ, მარტო არ დარჩებით. მაგრამ, არავის უსწავლებია, როგორ შეინარჩუნოთ მამაკაცი! ჩვენ კი გასწავლით. მამაკაცის გულის მოგება ადვილია. მათზე შთაბეჭდილების მოხდენა რთული არაა. მთავარია - მათ უთხრათ ის, რისი მოსმენაც სურთ. სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა ყურდღებას მხოლოდ თავის გარეგნობას აქცევს და საჭირო სიტყვებს კი ივიწყებს. აი ის სამი ფრაზა, რომელიც მამაკაცს რაც შეიძლება ხშირად უნდა უთხრათ:
1) „ძალიან ლამაზი ხარ“.მამაკაცებს ქალების შურთ, იმიტომ რომ ყველა კომპლიმენტი მათთვისაა, განსაკუთრებით, როცა საუბარია გარეგნობაზე. მთავარია - ეს გულწრფელად უთხრათ. 2) „მადლობა“ და „ გთხოვთ“.ქალს შეუძლია თავისი მამაკაცი ბევრი რამისთვის წაახალისოს. ხოლო მადლიერება - წახალისების საუკეთესო ფორმაა. ის უფრო მეტად მოინდომებს, თუ შეხედავს, რომ ქალი მადლობელია მისი ყოველი საქციელისა, შენაძენისა და საჩუქრისა. უთხარით მას „მადლობა“ ყველაფრისთვის. იმისთვის, რომ თქვენთანაა. მადლობა უთხარით მას ათჯერ მეტად, ვიდრე ის იმსახურებს, - და შედეგად ის ყველაფერს გააკეთებს თქვენთვის, ასჯერ მეტს. როგორ ფიქრობთ, რატომ სურდა ყველა მამაკაცს სკარლეტის დახმარება „ქარწაღებულში“? იმიტომ რომ მან იცოდა, როგორ ეგრძნოთ მათ თავი საჭიროდ. „დამეხმარე, გთხოვ“ - ჯადოსნური სიტყვებია! უბრალოდ თქვით და დატკბით მამაკაცის რეაქციით. ვერავინ აღუდგება ასეთ ცდუნებას, გმირად წარმოაჩინოს თავი და სასწრაფოდ დაგეხმარონ. 3) „მიყვარხარ“.ამის მოსმენა ყველას სურს. არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე იგრძნო თავი სიყვარულის და სურვილის ობიექტად. თქვენ როგორ ფიქრობთ? იხილეთ ასევე:
255 8-ს მოსწონს
|