x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
მსოფლიოში 5 ყველაზე ლამაზი ქალი, მაკიაჟით და უმაკიაჟოდ
image

ამბობენ, რომ გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ როცა საქმე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალებს ეხება, აზრი სხვადასხვაგვარად იყოფა. ეს ქალბატონები დიდი ხანია საზოგადოების მუდმივი ინტერესის ობიექტად იქცნენ, პაპარაცები კი ცდილობენ, მათი უმაკიაჟოდ დაფიქსირების შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვან. თუმცა, ზოგჯერ ვარსკვლავები თავად არიან თანახმა, გადაიღონ უმაკიაჟო ფოტო, რომელსაც სოციალურ ქსელში თავადაც ტვირთავენ.


მეგან ფოქსი

ამერიკელი მსახიობი და მოდელი ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურება. მისი სილამაზე დამატყვევებელია. როგორც აღმოჩნდა, მეგანი უმაკიაჟოდაც უმშვენიერესია.

image


სკარლეტ იოჰანსონი

ქერათმიანი ლამაზმანი ბევრი მამაკაცის გულში დღესაც საპატიო ადგილს იკავებს. მის მიმართ ინტერესი, ფაქტია, რომ არ განელებულა. ბევრი მას მსოფლიოში ყველაზე ლამაზ ქალად მიიჩნევს.

image


მონიკა ბელუჩი

იტალიური სილამაზის ეტალონი, რომლის გარეგნობაც იმდენად დასამახსოვრებელი და საოცარია, რომ დანახვისთანავე გონებაში სამუდამოდ რჩება. ერთი წლის წინ მონიკას ახალი ფოტოსესიის კადრებიც გავრცელდა, სადაც იგი ნახევრად შიშველია და არაჩვეულებრივად გამოიყურება. ფაქტია, რომ დრო მის სილამაზესთან უძლურია.


image


აიშვარია რაი

ინდოელი მსახიობი, რომელსაც ნაზი, ანგელოზის სახე აქვს. დაძაბული და მძიმე პირადი ცხოვრების მიუხედავად, იგი უმშვენიერესია და მასზე დღემდე არაერთი მამაკაცი ოცნებობს.

image


ადრიანა ლიმა

„victoria’s secret”-ის ანგელოზი, მამაკაცების გულთამპყრობელი, რომლის მზერაც დაუვიწყარია. ბევრი გოგონა ოცნებობს, რომ მას ჰგავდეს და ბაძავენ კიდეც. ბრაზილიელი სუპერმოდელი კარგი იუმორის გრძნობითაც გამოირჩევა, რადგან ერთხელ ისიც კი განაცხადა, რომ საკუთარ თავზეა დაქორწინებული.

image

0
1221
2-ს მოსწონს
ავტორი:საინტერესო ინფორმაცია
საინტერესო ინფორმაცია
1221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0