კინო 6 ფილმი, რომელმაც ცნობილ ადამიანებს ოჯახი დაუნგრია 2019, 10 ივლისი, 8:01 ჩვენთვის მხატვრული ფილმი პოპკორნის, კოკა-კოლას და დარბაზში მაყურებლების კომენტარების თანხლებით სასიამოვნოდ გატარებული 2-2, 5 საათია, წერს Dazzling News.
მსახიობებისთვის კი ეს პატარა ცხოვრებაა - მუშაობის გრძელი თვეები და წლებიც კი, მუდმივი გადაღებები და განმეორებული დუბლები.
20th Century Fox/dazzling.news გასაკვირი არაა, რომ ხშირად კოლეგები გადასაღებ მოედანზე რომანს, ახალ ურთიერთობებს იწყებენ. გთავაზობთ, გაიხსენოთ ცნობილი ადამიანები, რომლებმაც ვერ გაუძლეს ცდუნებას და ეკრანზე არსებული ურთიერთობები ცხოვრებაში გადაიტანეს, რითაც საკუთარი ოჯახები დაანგრიეს.
1) მწვანე ლამპიონი- (Green Lantern)დანგრეული ოჯახი: რაიან რეინოლდსი და სკარლეტ იოჰანსონი (2008-2011). დანგრეული ურთიერთობა: ბლეიკ ლაივლი და პენ ბედჟლი (2007-2010). ჭორი ბლეიკ ლაივლის და რაიან რეინოლდსის რომანზე პირველად გამოჩნდა ფილმ „მწვანე ლამპიონი“-ში მსახიობების გადაღების დროს. arner Bros/dazzling.news გადაღებების დასრულების შემდეგ მალევე ბლეიკი დაშორდა პენ ბედჟლის, ხოლო სკარლეტ იოჰანსონი გაშორდა რაიან რეინოლდს. ბლეიკი და რაიანი 2012 წელს დაქორწინდნენ. 2) ჭექა-ქუხილის დღეები - (Days Of Thunder)Paramount Pictures/dazzling.news დანგრეული ოჯახი: ტომ კრუზი და მიმი როჯერსი (1987-1990). ტომ კრუზს კიდმანი 1989 წელს შეხვდა ფილმის გადაღებაზე. ამ დროს კრუზს ცოლად ჰყავდა სხვა მსახიობი, მიმი როჯერსი. მაგრამ ტომის გრძნობები იმდენად ძლიერი აღმოჩნდა ჟღალთმიანი ავსტრალიელისადმი, რომ სხვა არაფერი დარჩენოდა, გარდა განქორწინებისა. 3) მისტერ და მისის სმიტები - (Mr. & Mrs. Smith)20th Century Fox/dazzling.news დანგრეული ოჯახი: ბრედ პიტი და ჯენიფერ ენისტონი (2000-2005). ერთი შეხედვით, მსახიობებს ერთმანეთი არ მოეწონათ: ჯოლი იხსენებს, რომ ბრედი თავხედი და ამპარტავანი მოეჩვენა, ბრედს კი _ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ქალბატონი. იმ დროს ანჯელინა ორჯერ განქორწინებული, მარტოხელა დედა იყო და ზრდიდა აყვანილ შვილს, მედოკს... ...ბრედი კი ბედნიერ ოჯახში ცხოვრობდა მსახიობ ჯენიფერ ენისტონთან, რომელთან დაშორებას არც აპირებდა. dazzling.news ისინი თავიდან მეგობრობდნენ, შემდეგ მიხვდნენ: მათი ურთიერთობა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე უბრალოდ მეგობრული განწყობა. ბრედის ცოლმა, ენისტონმა ეს რომ შეიყო, გრანდიოზული სკანდალი მოაწყო და მოღალატე ქმარი სახლიდან გააგდო. 4) ზურმუხტისფერი სანაპირო - (By The Sea)Universal Pictures/dazzling.news დანგრეული ოჯახი: ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი (2014-2016). 2016 წლის დასაწყისში გაქირავებაში გამოვიდა ჯოლის და პიტის მეორე ერთობლივი ნამუშევარი „ზურმუხტისფერი სანაპირო“, რამდენიმე თვეში კი მეუღლეები განქორწინდნენ. აი რას ყვებოდა თავად ჯოლი ფილმის გადაღებებზე: „მინდოდა, ერთად გაგვეკეთებინა სერიოზული სამუშაო და ვფიქრობდი, რომ ეს კარგი მეთოდი იქნებოდა ურთიერთობის დალაგებაში და გადაარჩენდა ჩვენს ქორწინებას. გარკვეულწილად ასეც იყო, ჩვენ რაღაც ვისწავლეთ. მაგრამ ამან ვერ უშველა იმ ზოგ პრობლემას, რაც მანამდე გვქონდა უკვე“.
5) თავქარიანი - (Daredevil)დანგრეული ოჯახი: ჯენიფერ გარნერი და სკოტ ფოული (2000-2004). ჩაშლილი ჯვრისწერა: ბენ აფლეკი და ჯენიფერ ლოპესი (2002-2004) გარნერი და აფლეკი ბედმა ფილმის გადაღებაზე შეახვედრა ერთმანეთს- მსახიობებმა ფილმში შეყვარებულები ითამაშეს, შემდეგ კი რომანი კადრს მიღმაც გააგრძელეს.
20th Century Fox/dazzling.news ფილმში მონაწილეობისას ბენ აფლეკი და ჯენიფერ გარნერი ურთიერთობაში იყვნენ. გარნერი გათხოვილი იყო სკოტ ფოულიზე.
„სკოტი - შესანიშნავი ბიჭია, -ირწმუნებოდა გარნერი. - ერთად ვიზრდებოდით კარიერაში, მაგრამ უკან მოხედვისას, ზუსტად არც შემიძლია ვთქვა, რამ დაგვაშორა. საერთოდ არ ვჩხუბობდით.
ის ნამდვილად კარგი ბიჭია, მაგრამ ვთვლი, რომ ჩვენი ურთიერთობა დროთა განმავლობაში ამოიწურა“.
6) ოცნებების სახლი-(Dream House)დანგრეული ურთიერთობა: რეიჩელ ვაისი და დარენ არონოფსკი (2001-2010). დანგრეული ურთიერთობა: დენიელ კრეიგი და საცუკი მიტჩელი (2005- 2010).
ვაისმა და კრეიგმა ერთმანეთი 2010 წელს გაიცნეს ფილმის გადაღებისას და რომანის დაწყებიდან ექვს თვეში ფარულად შეუღლდნენ. ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება - მსახიობები უთიერთობის დაწყებამდე მრავალი წელი მეგობრები იყვნენ. dazzling.news ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს ღონისძიებებზე, ერთ წრეში ტრიალებდნენ, პარალელურად მიდიოდნენ წარმატებებისკენ კარიერაში. ახალი ურთიერთობისთვის რეიჩელი დაშორდა რეჟისორ დარენ არონოფსკის, რომელსაც ათ წელზე მეტია რაც ხვდებოდა. დენიელმა კი ნიშნობა ჩაშალა პროდიუსერ საცუკი მიტჩელტან (მათი ურთიერთობა ხუთი წელი გრძელდებოდა)
გინახავთ ეს ფილმები? თუ არა- აუცილებლად უყურეთ.იხილეთ ასევე:
1136 8-ს მოსწონს
|