საბუნებისმეტყველო ,,მათ შეუძლიათ წელიწადში 120 ადამიანის სიცოცხლე შეიწირონ“ _ 7 ცხოველი, რომელთაც ადამიანის მოკვლა შეუძლიათ 2019, 8 ივლისი, 16:45 გაგიკვირდებათ და ირმები წელიწადში საშუალოდ 120 ადამიანის სიკვდილის გამომწვევ მიზეზად გვევლინებიან. მაშინ, როდესაც ზვიგენები საშუალოდ მხოლოდ ერთი მსხვერპლით შეიძლება შემოიფარგლონ. სიკვდილის გამომწვევ მიზეზს, ირმების სხეულზე არსებული ტკიპები წარმოადგენენ.
ეს ზარმაცაა, დიდი და უსაყვარლესი თვალებით. მაღაზიებში ხშირად გვხვდება სათამაშოები მათი გამოსახულებებით. დაუჯერებელია, თუმცა ადამიანზე თავდასხმის შემთხვევაში, მის ნერწყვში არსებულმა ტოქსინებმა შესაძლოა სასიკვდილო ზიანი მოგვაყენონ. ყველას გვიყვარს დელფინები და მათ ყველაზე მეგობრულ ცხოველებად აღვიქვამთ, თუმცა ადამიანების მსგავსად, ისინი ერთადერთი არსებები არიან, რომლებსაც ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუძლიათ სასიკვდილოდ გაგიმეტოთ. მათი მაღალი ინტელექტი კი ამის ჩადენის საშუალებას ნამდვილად აძლევთ. ეს ძალიან სიმპათიური ბაყაყი, ძალიან შხამიანიცაა. მას თავისუფლად შეუძლია შეხებით მოკლას 10 ზრდასრული ადამიანი. პანდები ძალიან საყვარლები არიან თავიანთი უმწიკვლო და ბუნჩულა მზერით. მათ ძირითად საკვებს ბამბუკი წარმოადგენს, ხოლო ამ უკანასკნელის ჭამა საკმაოდ რთულია. შესაბამისად, ყბის აპარატი და კბილები საკმაოდ განვითარებული აქვთ იმისთვის, რომ სასიკვდილოდ დაგაზიანონ. აღნიშნულს ბევრი სამედიცინო ჟურნალიც ადასტურებს. ზღვის ლეოპარდი იმდენად თბილი მზერით გამოირჩევა, რომ წარმოუდგენელია მათგან საფრთხეს ველოდოთ. თუმცა მათი მხრიდან, მკვლევარებზე თავდასხმის არაერთი ფაქტია ცნობილი. ვირთხები ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ცხოველებს მიეკუთვნებიან. ისინი შავი ჭირის გადამტანები იყვნენ და მათი “დამსახურებით“, 200 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა ევროპასა და აზიაში. 395 1-ს მოსწონს
|