x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512072
ოლიანტაიტამბო – მტკიცებულება, რომ წარღვნამდე დედამიწაზე განვითარებული ცივილიზაცია არსებობდა

ქ. კუსკოს (პერუ) ჩრდ-დას-ით, მისგან 60 კმ-ს დაშორებით, მდ. ურუბამბას ხეობაში, ზღვის დონიდან 2800 მ-ზე, მდებარეობს არც თუ ისე დიდი ქალაქი ოლიანტაიტამბო — «ინდიელების მსოფლიო დედაქალაქი». ის ერთადერთი ციხე-ქალაქია, რომელის აღებაც ესპანელებმა 1536 ვერ შეძლეს.

ოლიანტაიტამბო მხოლოდ ინდიელების ისტორიის ნაკვალევს კი არა, უფრო მასშტაბური და დრამატული მოვლენების კვალსაც ინახავს...


image


ისტორიკოსებს თუ დავუჯერებთ, ოლიანტაიტამბოს კომპლექსი ინკებმა ააშენეს. ითვლება, რომ ეს ნაგებობები ინდიელებმა, უშუალოდ, ესპანელების ამერიკაში გამოჩენის წინ შექმნეს. თუმცა, ციხე-სიმაგრის კედლებს და აგების ტექნოლოგიას თუ გავითვალისწინებთ, ნამდველად წარმოუდგენელია, რომ ეს ყველაფერი იმ პრიმიტიული იარაღით იყოს გაკეთებული, რომელიც შუა საუკუნეებში ინკებს გააჩნდათ.

ოლიანტაიტამბოს კედლები ამოყვანილია ქვის ბლოკებით, რომელთა წონა ათობით ტონას შეადგენს და ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ეს ქვები ისე ზუსტად არის ერთმანეთზე «დასმული», რომ შუაში ნემსიც ვერ ჩავარდება. გარდა ამისა, ერთია, როდესაც საქმე მართკუთხედის ფორმის აგურს ან ბლოკს ეხება, და სულ სხვა, ქვებს განსხვავებული ფორმები რომ აქვს.


image


კუდევ უდრო შთამბეჭდავია «მზის ტაძარის» გარე ფასადის ქვის მონოლითები, რომლის სიმაღლე, დაახლოებით, 4 მეტრია, ხოლო წონა – 30-დან – 50 ტონამდე. მონოლითებს შორის ადგილი კი, ერთმანეთზე ხსნარით შეწებებული, პატარა ქვებით არის ამოვსებული.

ბლოკებზე სიბრტყე, კიდეები და კუთხეები იმდენად სწორე არის, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ქვები თანამრდროვე ქვის სამჭრელ საამქროშია დამუშავებული. ამასთან, ბლოკების ზედაპირი, ეროზიის და დაზიანების მიუხედავად, დღემდე ინახავს, თავის დროზე ჩატარებული, უმაღლესი დონის გადაპრიალების კვალს. ამხელა ქვების დასამუშავებლად კი, საკმაოდ დიდი ზომის დანადგარები იქნებოდა საჭირო და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამის გაკეთება, პრიმიტიული იარაღებით, ყოვლად შეუძლებელი იქნებოდა.


image


ითვლება, რომ ინკებს ამ ადგილზე გრანიტის ბლოკები მდ. ურუბამბას მეორე ნაპირზე მდებარე ქვისსამტეხლოდან მოჰქონდათ. მაგრამ, ოლიანტაიტამბოში ათობით ტონა ქვის ბლოკის მოსატანად, ის ჯერ ციცაბო კლდიდან, 800 მ-ზე, მდინარესკენ უნდა დაეცურებინათ, ხოლო შემდეგ, ბობოქარი მთის მდინარით, დაახლოებით, 8 კმ-ზე ეტარებინათ და უკვე ამის შემდეგ, მშენებლობის ადგილამდე, ციცაბო კლდეზე აეტანათ. – რაც ნებისმიერ ადამიანს, დამეთანხმეთ რომ, ძალიან საეჭვოდ მოეჩვენება.

ოლიანტაიტამბოს კომპლექსი დღეს დანგრეულია. მაგრამ რას უნდა გაენადგურებინა კონსტრუქციები, რომელიც ათობით ტონის სიმძიმის მონოლითებით იყო შექმნილი? ყველა შესაძლო მიზეზს შორის, ყველაზე რეალური – მძლავრი წყლის ნაკადები უნდა იყოს, რომელსაც ადგილი წარღვნის დროს ექნებოდა და რომელიც სამხ. ამერიკას, წყნარი ოკეანიდან მოსული, უძლიერი ცუნამის სახით დაატყდა. ადგილობრივების ლეგენდის მიხედვით, ოკეანიდან მოსული ტალღა იმდენად დიდი და ძლიერი იყო, რომ ის ყველაზე მაღალი მთების მწვერვალებს გადმოევლო და ქალაქი წალეკა. თუმცა, შესაძლებელია, ეს ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ცუნამის ტალღაც ყოფილიყო.


image


ყოველივე ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: ოლიანტაიტამბოს კომპლექსი – ყოველ შემთხვევაში, მისი მეგალითური ნაწილი, რომელიც უზარმაზარი ბლოკებით არის აშენებული, მსოფლიო წარღვნამდეა შექმნილი! მაგრამ, ვის მიერ? ცხადია, რომ მისი მშენებლები ინდიელები არა ყოფილან. ინკების გამოჩენამდე, ამ ადგილზე, ათასასობით წლით ადრე, თავისი კვალი ტექნოლოგიური თვალსაზრისით, ბევრად უფრო განვითარებულმა ცივილიზაციამ დატოვა — ცივილიზაციამ, რომელსაც შუმერები «ღმერთებს» უწოდებდნე... და რომელიც, სავარაუდოდ, შუამდინარეთში, ეგვიპტეში და სამხ. ამერიკაში ერთი და იგივე დროს გამოჩნდა.


imageimageimageimageimageimageimage







0
1157
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0