სხვა უკრაინული ტელეარხი ფლეშმობს გამართავს გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად 2019, 8 ივლისი, 9:50 უკრაინული ტელეარხი "Прямий" გამართავს ფლეშმობს "რუსთავი"-2-ის ჟურნალისტის გიორგი გაბუნიას მხარდასაჭერად, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ამის შესახებ იტყობინა გამოცემა Страна.ua. აქცია დაგეგმილია 10 ივლისს, ჟურნალისტები აპირებენ დედის გინების ფლეშმობის მოწყობას, რითაც სოლიდარობას გამოუცხადებენ გიორგი გაბუნიას. ტელეარხი "Прямий"-ს უკავშირებენ უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს პეტრე პოროშენკოს, მედიარესურსის ფორმალური მფლობელია პოლიტიკოსი ვლადიმერ მაკეენკოю ჯერჯერობით უცნობია, სად აპირებენ ტელეარხის ჟურნალისტები ფლეშმობის მოწყობას. 436 3-ს მოსწონს
|