საქართველო "გიორგი გაბუნიამ გააკეთა განცხადება, რომლის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკის და ჟურნალისტიკის ისტორიაში არ არსებობს"-ნინო ბურჯანაძე 2019, 8 ივლისი, 9:11 საქართველოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, დაიწყოს გამოძიება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომელზეც "რუსთავი 2"-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს პირდაპირ ეთერში აგინა:
დღეს რუსთავი 2-ზე გიორგი გაბუნიამ გააკეთა განცხადება, რომლის მსგავსი პრეცედენტი მსოფლიო პოლიტიკის და ჟურნალისტიკის ისტორიაში არ არსებობს. ეს განცხადება არ არის არც ემოცია და არც მხოლოდ უზრდელობა. ეს არის საშიში საბოტაჟი და პროვოკაცია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. კატეგორიულად მოვითხოვ ხელისუფლებისგან სასწრაფო გამოძიების ჩატარებას და სახელმწიფოს ინტერებისგან გამომდინარე, ადექვატური ზომების მიღებას! 986 2-ს მოსწონს
|