x
დედის გინებით გაკეთებული რუსული საქმე
ლაშა ბოდაველიინოვაციისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის (CICD) თავმჯდომარე ლაშა ბოდაველი
თბილისში სულ ცოტა ხნის წინ, ღამის ორ საათზე დავბრუნდი, მაგრამ ორი წუთია საკმარისი მიმდინარე პროცესებში საფრთხეები, პარადოქსები, შეცდომები დანაშაული და ეთიკური რღვევები დაინახო


ეთიკური რღვევა:

ჟურნალისტიკას “აკონტროლებს" ეთიკა, როცა შენი გამოხატვის ფორმით გადიხარ ეთიკის ზონიდან ამის წამლად ბოდიშს ვერ გამოიყენებ - საჭიროა არხის ქმედება!

(დედაზე გამახსენდა, დღეს ქ-ნი ჯულიეტას საპატიო ვარსკვლავი შვილმა საბოლოოდ ჩაუქრო)



დანაშაული:

სამართლებრივად ფასდება ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც ლოგიკურად ეწინააღმდეგება ეროვნულ ინტერესებს, ან მიმართულია ქვეყნის გამიზნულ დესტაბილიზაციაზე. - ამას არ სჭირდება პოლიტიზირება, საჭიროა სამართალდამცველთა ქმედება!


შეცდომა:

შეცდომაა “პოლიტიკური მიტინგობანას" დაწყება. ახლა შეცდომაა ნაციონალურ მოძრაობასთან გაიგივება და მოთხოვნები ყველას წასვლასთან დაკავშირებით (მარტივი ფორმულაა: ირეალური მოთხოვნების დაყენება - ნულოვანი შედეგის ტოლია).


პარადოქსი:

გუშინ რომ ბ/ნ გახარიას წასვლა გინდოდათ, დღეს პოლიტიკურად სასარგებლო საქმე გაუკეთეთ და თან მოგიწევთ მიმართოთ გაძლიერებული დაცვის (მო)თხოვნით.


საფრთხე:

აი აქ უნდა ავხსნა რამხელა იდიოტიზმი ჩაიდინა ბ/ნმა გაბუნიამ. რათქმაუნდა იცოდა, რომ უამრავი ადამიანი გაუპროტესტებდა გამოხატვის ასეთ ფორმას. ამ დედის გინებით დიდი “რუსული საქმე" გაკეთდა.

> დღეიდან ვ. პუტინი უამრავ ტრიბუნაზე თავის სასარგებლოდ ხაზს გაუსვამს, რომ მისი დაცვისთვის ქართველი ხალხი ქუჩებში გამოვიდნენ და ეს მხოლოდ მინიმუმი იქნება (მიდი და ამტკიცე მერე, რომ გამოხატვის ფორმაზე უფრო გავბრაზდით. კიდევ ერთ ჰიბრიდულ ომს წავაგებთ!)

> მივიღე ინფორმაცია, რომ რუსეთში, ეთნიკურად ქართველთა რამდენიმე დასახლებასა და რესტორანში უკვე დაიწყეს ე.წ. შურისძიება.

ვცდილობ ინფორმაცია დავაზუსტო, მაგრამ საფრთხე რეალურად მეჩვენება. წარმოიდგინეთ თქვენი ქვეყნის მმართველს, სხვა ქვეყნის პირდაპირ ეთერში წამყვანი აგინებს, ფინალი თქვენ მოიაზრეთ.


როგორც CICD-ის თავმჯდომარე და როგორც უბრალო მოქალაქე სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს არ იყო მხოლოდ დაშვებული შეცდომა. ეს იყო აქტი, რომელიც დაპირისპირების მაპროვოცირებელია და ამასთან ერთად საფრთხეს უქმნის რუსეთში მცხოვრებ ჩვენ მოქალაქეებს. ვემიჯნები საპროტესტო აქციის იმ გამომსვლელებსაც, რომლებიც გაბუნიას სადღაც წასვლას სკანდირებენ. საჭიროა პროცესის სამართლებრივ ჭრილში გადატა. ვიმეორებ: ვვარაუდობთ საფრთხეებს არა მხოლოდ საქართველოში, “პოლიტიკური მიტინგობანას" დრო არ გვაქვს, საჭიროა სამართლებრივი პასუხი და ნურავინ ეცდება ეს სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლასთან ან ცენზურის დაწესებასთან გააიგივოს.

0
314
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ბოდაველი
ლაშა ბოდაველი
314
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0