x
image
კატაპულტი
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) იაპონიაში ძეგლი დაუდგეს

image



ტოჩინოშინი, იგივე ლევან გორგაძე, ქართველი სუმოისტია, რომელიც წლების მანძილზე იაპონიაში ასპარეზობს.მისი დებიუტი 2006 წელს შედგა იაპონიაში და 2008 წლისათვის ის უკვე პროფესიონალური სუმოს უმაღლესი დივიზიონის წამყვან პოზიციებს იკავებს, თუმცა მუხლის ტრავმის შედეგად ის ხანგრძივად გამოეთიშა საყვარელ სპორტს და სუმოში დაბრუნება მხოლოდ 2014 წელს შეძლო მესამე დივიზიონში. სპორტსმენმა მალე აღიდგინა ფორმა და 2018 წელს იანვრის ტურნირში საიმპერატორო თასის მფლობელი გახდა.


ლევან გიორგაძე დაიბადა 1987 წლის 13 ოქტომბერს მცხეთაში. არის 1.92 მეტრი სიმაღლის და 177 კილოგრამი.

მისი სპორტული მეტსახელი ტოჩინოშინი შედგენილია ორი სიტყვისაგან.კერძოდ, 1. “ტოჩი", რაც იაპონიის ერთ-ერთი პრეფექტურის სახელია, საიდანაც არის იმ.სკოლის მფლობელი, რომელშიც ლევან გორგაძე ასპარეზობს; და 2. “შინი", რაც იაპონურ ენაზე გულს ნიშნავს.




რამდენიმე დღის წინ ქართველ სუმოისტს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძეგლი დაუდგეს, რომელსაც ხელთ რაგბის ბურთი უკავია. ეს შეცდომა არ გეგონოთ, წელს იაპონიაში 20 სექტემბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, სადაც ქართველი სუმოისტი კეთილი ნების ელჩადაა მიწვეული. ძეგლის გახსნას ლევან გორგაძე არ დასწრებია, რადგან იმ დროისათვის ის სამშობლოში იმყოფებოდა.



P.S. წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სუმოისტ ტოჩინოშინს კარიერაში და საქართველოს რაგბის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე!!!

1
96
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
96
  
2019, 5 ივლისი, 16:18
ოძეკიიი
0 1 1