სხვა განკურნების რეცეპტები დიდი ვანგასგან 2019, 5 ივლისი, 15:17 გთავაზობთ რჩევებს წიგნიდან "დიდი ვანგას პრაქტიკული რჩევებიდან". აქ არის შემთხვევები, რომლებიც წერილებით ადასტურებენ პაციენტების მდგომარეობის შემსუბუქებას ან გამოჯანმრთლებას ვანგას რჩევების შემდეგ. - ლეიკემიით დაავადებულ პაციენტებს ვანგა ურჩევს ჟოლოს ფესვების ნახარშის მიღებას, ხოლო, ამ დაავადების მქონე ბავშვმა უნდა დალიოს ჟოლოს ნაყოფის წვენი. - ღვიძლის ციროზით დაავადებულ ავადმყოფებს გამოუწერა დედის რძეში არეული თეთრი ფქვილი. - მშობლებს, რომლების ბავშვს არ ეძინა მშვიდად, მან შესთავაზა, რომ ბავშვი დილის ნამში გაებანათ. გაბანებაში იგულისხმება შემდეგი: გავშალოთ სუფთა ზეწარი დილით ნამიან ბალახზე, შემდეგ შევაგროვოთ დანამული ბალახი და სხვა მცენარეები. შევახვიოთ ბავშვი ამ სველ ზეწარში... მოგვიანებით, ბავშვის მამა მივიდა ვანგასთან მადლიერებით. მან თქვა, რომ ბავშვი დამშვიდდა და კარგად გრძნობდა თავს. -ბავშვი, რომელსაც სამი თვე მაღალი ტემპერატურა ქონდა, ვანგას რჩევით, აბანავეს მოხარშული მჟავე ყურძნის აბაზანაში. -ქალს, რომელიც იტანჯებოდა კანის ქავილით, ურჩია ერთი კილოგრამი ქერის ნახარშში ბანაობა. 204 შეფასება არ არის
|