საქართველო ქეთევან კიკნაძე თამარ ჭოხონელიძეს უპირისპირდება - "შენი სინდის-ნამუსის მოღალატე რომ ხარ, ეს ნაღდია" 2019, 5 ივლისი, 10:22 მსახიობი ქეთევან კიკნაძე, მომღერალ თამარ ჭოხონელიძეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაში მონაწილეობის გამო დაუპირისპირდა. ამის შესახებ კიკნაძემ სოციალურ ქსელში დაწერა და მომღერალს სინდის-ნამუსის მოღალატე უწოდა. როგორც კიკნაძე წერს, რაც ჭოხონელიძეს ბიძინამ გაუკეთა მას შემდეგ რა სინდისით დგას იქ. მისივე თქმით, ნანის ვერ აჯობა და იქნებ იქ მაინც იყოს პირველი. “თამარა ჭოხონელიძე, მე არ ვიცი სამშობლოს მოღალატე ხარ თუ არა, მაგრამ შენი სინდის-ნამუსის მოღალატე, რომ ხარ ეს ნაღდია. რა გაწყენინა ბიძინამ? შენი ცხოვრება რომ შეცვალა? რა ვერ აისრულე?”– წერს ქეთევან კიკნაძე. ამავე პოსტის კომენტარებში კიკნაძე შემდეგ სიტყვებსაც წერს: "რაც მაგას ბიძინამ გაუკეთა არ ვიცი რა სინდისით დგას იქ. რა ხალხთან დგას, იქნებ იქ მაინც იყოს პირველი, ნანის ვერ აჯობა და გულზე სკდება." 1829 2-ს მოსწონს
|