ვარსკვლავები ,,გეიმერი გოგონა" აბაზანაში ნაბან წყალს 30$-ად ყიდის 2019, 4 ივლისი, 23:20 20 წლის ბრიტანელმა გოგონამ, ბელლე დელფინემ, რომელიც საკუთარ თავს “მოთამაშე გოგონას“ უწოდებს, გადაწყვიტა თავისი აბაზანის წყალი გაეყიდა წარწერით _ “აბაზანაში ჩემი თამაშისას იქნა ჩასხმული შეფუთვაში. ეს ნამდვილი აბაზანის წყალია“. შეფუთვა აგრეთვე გაფრთხილებასაც მოიცავს იმასთან დაკავშირებით, რომ აკრძალულია წყლის დალევა და მისი გამოყენება მხოლოდ ე.წ. “სენსიტიური“ მიზნით დაიშვება. წყლის ფასი 30 $ იყო.
გაყიდვების დაწყებიდან 2 დღეში, შეფუთვების მარაგი სრულიად ამოიწურა, თუმცა გოგონამ ფანებს გული არ დასწყვიტა და კვლავ შესთავაზა პროდუქტი.
ბელლეს ინსტაგრამის გვერდზე, ბევრი მომხმარებელი გაოცებული წერს, რომ დაუჯერებელია გოგონას გავლენა მასაზე. მას საკუთარი აბაზანის წყლის გაყიდვაც კი შეუძლია, თან საკმაოდ კარგ ფასად. ბევრმა აღნიშნა, რომ უკვე შეიძინა ახალი პროდუქტი.
![]() ![]() ![]() ![]() 331 შეფასება არ არის
|