ტურიზმი პირველად თბილისში სინათლის ფესტივალი ჩატარდება 2019, 4 ივლისი, 15:54 განსაკუთრებული მუსიკალური გაფორმება, სხვადასხვა განათება. თბილისი პირველად სინათლის ფესტივალს უმასპინძლებს.
![]() ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ღონისძიება საღამოს გაიმართება. ეს იქნება ჯერ არნახული სანახაობა, რომელიც დამთვალიერებელს ჯერ ნანახი არ აქვს. ფესტივალის ფარგლებში ბაღი განათდება საინტერესო ინსტალაციებით. რაც დამთვალიერებელს გარწმუნებთ შთაბეჭდილებებით აავსებს. პირველი შემთხვევაა, როდესაც ბოტანიკური ბაღი ღამე გაიხსნება და ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ ბაღი იხილონ სხვა კონტექტში, ღამე განათებული. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ამის შემდეგ ყოველწლიურად იქნება შესაძლებელი ჩატარდეს ეს ფესტივალი. საერთაშორისო რუკაზე გავა, პირველი ფესტივალის ჩატარების შემდეგ. ეს ყველაფერი ითვალისწინებს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში. იქნება DJ ცოცხალი მუსიკა. ტერიტორია დაყოფილია სხვადასხვა ზონებად, და თითოეულ ზონაში არის შესაბამისი შოუ და თითოეულ შოუს ექნება თავისი მუსიკალური გაფორმება. პირველი “ თბილისის სინათლის ფესტივალი " ტარდება ბოტანიკურ ბაღში, 5 და 6 ივლისს. 89 2-ს მოსწონს
|