კინო კვენტინ ტარანტინო კინოკარიერას ასრულებს 2019, 4 ივლისი, 10:06
"თუ ფილმს კარგად მიიღებენ, მაშინ აღარ დაველოდები მეათე ფილმის გადაღებებს. შეიძლება ახლაც კი გავჩერდე... ვნახოთ"- განაცხადა ტარანტინომ. ბრედ პიტი, რომელმაც რეჟისორის ბოლო ფილმში კასკადიორის როლით მიიღო მონაწილეობა, ამბობს, რომ ტარანტინო არ ხუმრობს. ფილმის სიუჟეტი კი, რომელზეც ახლა მუშაობს ტარანტინო და ჰქვია "ერთხელ... ჰოლივუდში" ასეთია: მოქმედება ხდება 1969 წელს იმ ადგილას სადაც ახლა ჰოლივუდია. ლეონარდო დიკაპრიო თამაშობს წარუმატებელი მსახიობის როლს. ბრედ პიტი – კასკადიორს, პარალელურად ვითარდება მსახიობ შერონ ტეიტის ( მარგო რობი) ცხოვრება, რომლის ცხოვრებაც 1969 წლის 9 აგვისტოს შეიცვალა, როცა მასთან სახლში "მენსონის ოჯახის" სიხლმოწყურებული ჰიპები შეიჭრნენ. 190 1-ს მოსწონს
|