ქალი და მამაკაცი ,,ეჭვიანობაში მეტი სიყვარული იმალება,..." (საინტერესო გამონათქვამები) 2019, 4 ივლისი, 0:09 ეჭვიანობა ამოუხსნელი თვისებაა.ერთის მხრივ, უნდობლობას გამოხატავს ადამიანი, რომელიც ეჭვიანობს, და მეორეს მხრივ, ეს ეჭვიანობა სიყვარულიდან გამომდინარეობს. ქვემოთ წარმოგიდგენთ საინტერესო გამონათქვამებს ეჭვიანობის შესახებ: “სიყვარული მწარეა, სიძულვილი უფრო მწარეა, ეჭვიანობა კი ყველაზე მწარეა, რადგან ის არის სიყვარულს დამატებული სიძულვილი" -არაბული გამოთქმა. “ეჭვიანობა არ ბერდება" - უელსური გამოთქმა. “არ არსებობს სიყვარული ეჭვიანობის გარეშე" - გერმანული ანდაზა. “ნუ შეშინდები, თუ ქალი იმაზე ბრაზობს, რომ შენგან ეჭვიანობას საჭიროებს" -ბალზაკი. “ქალი, რომელიც არ ეჭვიანობს, ბურთს ჰგავს, რომელიც არ ხტუნავს" - იაპონური გამოთქმა. “ეჭვიანობა სიყვარულის დასამარების პირველი ნაბიჯია" - შილერი. “ეჭვიანობა არის სიყვარული ყურადღების გარეშე" - უცნობი ავტორი. “ეჭვიანობა კრიტიკულს გხდის" - კურტ ტუხოლსკი. “ ეჭვიანობა არის ხელოვნება, შენი თავი უფრო დააზიანო, ვიდრე სხვა" - ალექსანდრე დიუმა(შვილი) “იყო ეჭვიანი ნიშნავს, რომ შენს მეუღლეზე კი არა, არამედ საკუთარ თავზე იეჭვიანო" - ბალზაკი. “სიყვარულის მანტია უფრო მეტად ათბობს, როცა მასში ეჭვიანობაც ურევია მცირე დოზით" - დანიური გამოთქმა. “სიყვარულმა შეიძლება დაგაბრმავოს, ეჭვიანობა კი უფრო მეტს ხედავს" - იუდევური გამოთქმა. “არ არსებობს წითელი წიწაკა სიმწარის გარეშე, ისევე, როგორც შეყვარებული ქალი ეჭვიანობის გარეშე" - ინდო-ჩინური გამოთქმა. იხილეთ ამ ავტორის ბოლო სტატიები:
მეცნიერები ანომალიურ ივლისზე საუბრობენ
81 წლის მამაკაცი 3-თვიანი მუდმივი აღგზნებულობის შემდეგ გარდაიცვალა
178 1-ს მოსწონს
|