საბუნებისმეტყველო მეცნიერები ანომალიურ ივლისზე საუბრობენ 2019, 3 ივლისი, 22:27
მეცნიერები უკვე დიდი ხანია გვაფრთხილებენ გლობალური დათბობის შესახებ. 2019 წლის ივნისის თვეში მსოფლიოში არაერთი რეკორდი დაფიქსირდა მაღალი ტემპერატურის მხრივ.მაგალითად, საფრანგეთში 45, 9° დაფიქსირდა. ივლისის დასაწყისში ადამიანებს მცირეოდენი ამოსუნთქვის საშუალება მიეცათ, თუმცა თვის დარჩენილ დროში მეცნიერები ანომალიურ ამინდებს ვარაუდობენ.
კლიმატოლოგი, ჯიმ ჰანსენი ჯერ კიდევ 1988 წელს აცხადებდა, რომ უჩვეულო სიცივეები გლობალური დათბობის პირველი ნიშნები იყო და მალე ანომალიური ამინდები იჩენდა თავს.
სინოპტიკოსების აზრით, რამდენიმე დღიანი აგრილება სულაც არ ნიშნავს, რომ უჩვეულო სიცხეები უკან მოვიტოვეთ, მალე მსოფლიოში კვლავ აირევა ამინდები.ევროპაში ვარაუდობენ, რომ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საშუალოზე ბევრად მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდება ივლისისა და აგვისტოს თვეში. სინოპტიკოსების მეორე ნაწილი კი აღმოსავლეთ ევროპაში ზაფხულის ბოლო ორი თვის განმავლობაში უამინდობას ვარაუდობს.მათი აზრით, გახშირდება წვიმები და ტემპერატურა შედარებით დაბალი იქნება.ეს განსაკუთრებით ეხება რუმინეთს და ნაწილობრივ ბულგარეთსაც.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენს ქვეყანაში ზომიერად ცხელი ზაფხულია მოსალოდნელი.ივლისის თვეში პერიოდულად წვიმასაც უნდა ველოდოთ, რაც საერთო ჯამში ნაკლებად შემაწუხებელს გახდის ზაფხულს. ასევე დაგაინტერესებთ: მსოფლიოს ყველაზე გამაოგნებელი შენობა-ნაგებობები (ფოტოებით -ნაწილი III)
81 წლის მამაკაცი 3-თვიანი მუდმივი აღგზნებულობის შემდეგ გარდაიცვალა
172 1-ს მოსწონს
|